ფაჩულიამ უკვე გამოტოვა "გოლდენ სტეიტის" ორი მატჩი მაჯის ტრავმის გამო. სავარაუდოდ, მას კიდევ შეიძლება მოუწიოს მატჩების გამოტოვება. იმ შემთხვევაში, თუ ფაჩულია კვლავ ვერ ითამაშებს, ცენტრს ოკლენდში დაბრუნებისთანავე MRI გამოკვლევას ჩაუტარებენ, რათა ცხადი გახდეს მისი სტატუსი ხუთშაბათის მატჩისთვის "ნიუ იორკ ნიკსის" წინააღმდეგ.
ფაჩულიას არყოფნაში სასტარტოში მისი ადგილი ანდერსონ ვარეჟაომ და კევონ ლუნიმ დაიკავეს, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაართვა თავი მოვალეობას. მწვრთნელ სტივ კერს მოუწევს ვარიაციების იმის მიხედვით განხორციელება, თუ
დიდი ალბათობით, ფაჩულიას არყოფნაში "ნიუ ორლეანთან" ცენტრი ჯავალ მაკგი დაიწყებს.