Sportall.ge წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან, სრულად კი მას გაზეთ "ლელოს" ხვალინდელ, 16 დეკემბრის ნომერში გაეცნობით.
"კარიერის იმ ეტაპზე ვარ, ნამდვილად არ ვუყურებ საკუთარ სტატისტიკას. 15 ქულით მატჩის დასრულებაც სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის მთავარია, "გოლდენ სტეიტს" სარგებელი მოვუტანო.
მწვრთნელთანაც ვსაუბრობ ტაქტიკურ საკითხებზე, გუნდის წარმატება უამრავ დეტალზეა დამოკიდებული - შავი სამუშაოს შესრულებაზე, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მოხსნაზე, პასზე... მაღალი დონის პარტნიორები მყავს, მეტოქეებს
მთავარია სწორი კალათბურთის თამაში და გუნდის გამარჯვება. როდესაც მაღალ მიზნებს ისახავ, რამდენად ძლიერი მსროლელებიც უნდა გყავდეს, სწორი კალათბურთის გარეშე, პირველობისთვის ბრძოლა გაგიჭირდება.
"გოლდენ სტეიტი" წლეულსაც მშვენიერი გუნდია, აქ თამაში ერთი სიამოვნებაა. სასიამოვნოა ისიც, რომ ჩანს ჩემპიონობის პერსპექტივა. მინდა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო", - უთხრა ფაჩულიამ "ლელოს".