"გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულიას გარეშე "ნიუ იორკს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
16 დეკემბერს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი შინ "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართა და ანგარიშით 103:90 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას ამ შეხვედრიც არ უთამაშია. ეს უკვე მეოთხე მატჩია, რაც ქართველი ცენტრი მაჯის ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

ფაჩულიას არყოფნაში სასტარტო ხუთეულში თამაში ჯავალ მაკგიმ დაიწყო.

ყველაზე მეტი, 25 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, ხოლო მეორე ადგილზე ქულების მიხედვით ჯავალ მაკგი გავიდა. მან 17 ქულა მოიპოვა.

კევინ დურანტმა 15 ქულას 14 მოხსნა და 8 პასი მიამატა. სტეფ კარიმ კი მხოლოდ 8 ქულასთან
ერთად 8 პასი და 10 მოხსნა მიითვალა.

დრეიმონდ გრინმა კი 5 ქულა, 7 პასი და 11 მოხსნა გააკეთა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

23 მოგებითა და 4 მარცხით "გოლდენ სტეიტი" მთლიან ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 18 დეკემბერს, გამთენიისას შინ "პორტლენდთან" გამართავენ.

როდის დაუბრუნება ზაზა ფაჩულია მოედანს, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზაზა მოიძრე ეგ მაჯა და გადი მოედანზე
svan
13:09 16-12-2016
0
ჯავალამ თუ ასე გააგრძელა უეჭველი აახევს ზაზას ადგილს სასტარტოში.
წარმატებები ზაზას!
13:20 16-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული