ზაზა ფაჩულია დაბრუნდა, "გოლდენ სტეიტმა" კი "პორტლენდი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
4-მატჩიანი იძულებითი დასვენების შემდეგ, ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა და "გოლდენ სტეიტს" "პორტლენდის დამარცხებაში დაეხმარა.

ოკლენდური გუნდის ქართველ ცენტრს მაჯის ტრავმა ჰქონდა და ამის გამო ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას.

18 დეკემბერს, გამთენიისას, "პორტლენდთან" 135:90 მოგებულ შეხვედრაში ფაჩულია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და მოედანზე 17 წუთი გაატარა.

ზაზამ 3-დან 1 ორულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 4 ქულას ფაჩულიამ 7 მოხნა, 1 ჩაჭრა
და 1 დაფარება მოაყოლა. ქართელი ცენტრის მოედანზე ყოფნისას "გოლდენ სტეიტმა" მეტოქეს 21 ქულით აჯობა. ოკლენდელებს დღევანდელ მატჩში 34 ქულითა და 11 მოხსნით კევინ დიურანტმა ულიდერა. 21 წუთში 23 ქულა მიითვალა სათადარიგო იან კლარკმა, რომელიც მოედანზე მაშინ გავიდა, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. სტეფ კარიმ შეხვედრა 19 ქულითა და 6 პასით დაასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

24 მოგებითა და 4 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ ლიგის ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 21 დეკემბერს, შინ "იუტა ჯაზთან ჩაატარებს".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული