გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის 20-მა ქულამ "ანდორას" ვერ უშველა

AutoSharing Option
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" სარაგოსაში, ამავე სახელწოდების გუნდთან ითამაშა და 74:90 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ "სარაგოსაში" ასპარეზობდა შერმადინი ორი წლის წინათ. ყოფილ კლუბთან მან 24 წუთი ითამაშა, 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბექა ბურჯანაძე კი "ანდორას" ვიცე-ბომბარდირი გახდა - 14 ქულა. მას 26 წუთი ერგო, 5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და
3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 14 ქულას ბექამ 6 მოხსნა და 3 პასი მიამატა.

მატჩის სნაიპერი ანდორელი ოლივერ სტევიჩი იყო - 16 ქულა.

12 მატჩის შემდეგ "ანდორას" 7 მოგება აქვს და მე-7 პოზიციაზეა. ერთით მეტი გამარჯვება უწერია თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" და სატურნირო ცხრილში მეხუთეა.

ბასკები ამ ტურში ისვენებდნენ. თორნიკეს მომდევნო მატჩი 21 დეკემბერს ევროლიგაზე ელის - თანამემამულე "ბარსელონას" მიიღებს. ხოლო "ანდორა" ესპანეთის ჩემპიონატში 27 დეკემბერს "უნიკახას" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
20 ქულა გააკეთეს და 29 გააფუჭეს...გუნდმა კი 16 ქულით წააგო...აი ესაა ნამდვილი სტატისტიკა. გამოესწირებინით ბიჭებს თამაში
პაატა
11:15 19-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული