10:53 21-12-2016
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" საკუთარ მოედანზე "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე კი თითქმის 15 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი ორქულიანი ტყორცნა კი გაუცუდდა.
"უორიორსის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო 25 ქულით. 22 ქულაა კევინ დურანტის აქტივში, 17 - კლეი ტომპსონის. დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა - 15 ქულა, 11 მოხსნა.
ეს "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. ფაჩულიას გუნდს 29 თამაშში 25 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 23 დეკემბერს, სტუმრად "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაიყო ჩაბრატდით შენ და ტომპსონი? :დდ პირველ მეოთხედში მართლაც გქონდა მომენტი რომ უბრალოდ გესროლა და ჩაგეგდო)) და საერთოდ აქ ზოგზოგიერთებს ესმით რას ნიშნავს შავი სამუშაო?!))
0
0
ზაზა, ქულებით გაგვახარეეეეე!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული