10:53 21-12-2016
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" საკუთარ მოედანზე "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე კი თითქმის 15 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი ორქულიანი ტყორცნა კი გაუცუდდა.
"უორიორსის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო 25 ქულით. 22 ქულაა კევინ დურანტის აქტივში, 17 - კლეი ტომპსონის. დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა - 15 ქულა, 11 მოხსნა.
ეს "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. ფაჩულიას გუნდს 29 თამაშში 25 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 23 დეკემბერს, სტუმრად "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაც ეს წელი დაიწყო ყველა თამაში მაქვს ნანახი გოლდენ-სტეიტის ზაზას ტრამვის და ოთხმატჩიანი შესვენების მერე ძალიან მაგრად ათამაშდა მაკგი, გრინი და იგუადალა მაგრად ათამაშებენ და მაგარ პასებსაც აძლევენ, დღეს თამაშის დაწყებისას 4 წუთში შეცვალა ზაზა, ზაზას მარტო კარის და დურანტის ბლოკების დაყენებაღა დარჩა, ფარზე მოხსნა როცა არის გრინი და დურანტი როცა ხტებიან ზაზა მათაც უთმობს მოხსნას, მოკლედ მაგარ შავდღეშია ჩვენი კაცი. სავარაუდოდ სასტარტოში დაკარგავს ადგილს და სკამიდან ბეჭდის აღებას თუ ქონდა აზრი ეს თქვენ განსაჯეთ.
0
0
ზაზა, ქულებით გაგვახარეეეეე!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული