იმავე მატჩებში სათადარიგოს როლში ჩამოქვეითებულმა ჯავალ მაკგიმ 11 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა (პორტლენდთან) და 15 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა (იუტასთან) მიითვალა. ამიტომაც ამერიკულ მედიასა და "გოლდენ სტეიტის" ფანებს შორის დღეისათვის
mercurynews.com-იც ამ თემას ეხმაურება, სადაც ექსპერტი ენტონი სლეიტერი "უორიორსის" ფანების კითხვებს პასუხობს. გთავაზობთ ზაზას შესახებ კითხვა-პასუხს:
- მიუხედავად წარმატებული თამაშისა ჯავალ მაკგისთან ერთად, რა არის მიზეზი, რის გამოც სტივ კერი მას ზაზა ფაჩულიას არჩევს, თანაც, ისე მნიშვნელოვნად, რომ ექსპერიმენტის სახითაც კი არ გამოჰყავს მაკგი სასტარტოში?
- ციფრები, რა თქმა უნდა მაკგის მხარესაა. "უორიორსის" სასტარტო შემადგენლობა (ზაზასთან ერთად) 277 წუთი იყო ერთად ამ სეზონში და ამ ხნის განმავლობაში გუნდი +105 ქულაში იყო. ეს სოლიდური რიცხვია. ხოლო მაკგისთან ერთად გუნდის მთავარი ოთხეული 44 წუთი იყო ერთად და "გოლდენ სტეიტს" დიდებული +43 ქულა აქვს. მოკლედ, ორივე შემთხვევაში "უორიორსი" მოგებულია, მაგრამ ეს დიდწილად სასტარტო ხუთეულის ოთხი ვარსკვლავის დამსახურებაა, მაგრამ ჯავალის დამატება მას პოტენციურად უკეთესი გუნდის სახეს აძლევს.
მაგრამ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ ფაჩულიას შესახებ, საქმე დეტალებშია - მე კარგად მესმის, რატომ მოსწონთ მაკგი. ეს არის ჩატენვები, მან ამ სეზონში 200 წუთიც არ ითამაშა და ბურთი კალათში უკვე 36-ჯერ ჩატენა. ეს სახალისოა და ფანებს ბუნებრივია, მოსწონთ. როცა ის მოედანზეა, ფანებს სახალისოდ აქვთ საქმე.
რა აინტერესებთ მათ ნაკლებად? ეს არის ბლოკის დაყენება თანაგუნდელისთვის, დერეფნის გათავისუფლება, ჭკვიანური პასი ფარქვეშ ცენტრისგან. აი, ის მიზეზები, რის გამოც მწვრთნელმა თავისუფალ აგენტებში ფაჩულია შეარჩია. ის უფრო მრავალფეროვანი კარიერის კალათბურთელია.
რა თქმა უნდა, მაკგის წუთები სულ ექნება სათამაშოდ. მან ეს დაიმსახურა და იპოვა თავისი ნიშა გუნდში. მაგრამ იმის გამო, რომ მაკგის "ჰაილაითები" უფრო დასამახსოვრებელია, ზაზა ფაჩულია გუნდისთვის ნაკლებმნიშვნელოვანი კალათბურთელი ვერ იქნება.