საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ათენური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და 31:06 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
დიქსონმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ათენელთა რიგებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი მილოშევიჩი იყო, უკიჩმა და საკოტამ კი 11-11 ქულა ჩააგდეს.
აეკ-ს ათ ტურში 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და E ჯგუფში
ჩემპიონთა ლიგაში დიქსონის კლუბი მომდევნო მატჩს უკვე გაისად, 4 იანვარს, იტალიაში, "სასარის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით