მაიკლ დიქსონმა "ბეშიქთაშს" 10 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონის აეკ-მა ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი სტამბოლში "ბეშიქთაშთან" გამართა და 14 ქულით - 68:82 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ათენური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და 31:06 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

დიქსონმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ათენელთა რიგებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი მილოშევიჩი იყო, უკიჩმა და საკოტამ კი 11-11 ქულა ჩააგდეს.

აეკ-ს ათ ტურში 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და E ჯგუფში
მე-3 ადგილამდე დაქვეითდა, ლიდერი კი სწორედ "ბეშიქთაშია", რომელსაც 8 გამარჯვება აქვს.

ჩემპიონთა ლიგაში დიქსონის კლუბი მომდევნო მატჩს უკვე გაისად, 4 იანვარს, იტალიაში, "სასარის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული