ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" დეტროიტში "პისტონსს" მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 24 დეკემბერს, შუაღამისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად დეტროიტში "პისტონსთან" ჩაატარა და ანგარიშით 119:113 გაიმარჯვა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ცენტრი, რომელმაც მოედანზე გატარებულ თითქმის 19 წუთში 7-7 ქულა და მოხსნა მიითვალა. ზაზამ ასპროცენტიანი შედეგით ისროლა - 2-იდან 2 ორქულიანი და 3-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება თამაშს, მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო, "უორიორსმა" კი გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ბოლო მეოთხედში შეძლო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც
32 ქულა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტი" 27 მოგებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციის ცხრილის სათავეშია, მომდევნო შეხვედრას კი ზაზა ფაჩულიას გუნდი "აღმოსავლეთის" ლიდერ "კლივლენდ კავალიერსთან" 25 დეკემბერს, სტუმრად ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბოღმა სწორს გეუბნებიან, რა შეჭამე ტვინი შენი კრიტიკოსობით. კაცს პირში უნდა უთხრა თუ გული შეგტკივა, აქ რომ აფრქვევ ვის აინტერესებს ზაზას თუ კერის? ერთადერთი ქართველი გვყავს საჩემპიონედ გამზადებული და იმასაც გიენასავით კბენ.
T b i l i s i
19:47 24-12-2016
0
ჯავალი კარგი იყო და იუთუბზე ბევრი კომენტარია ამასთან დაკავშირებით,ისეთი თამაშები როგორიც ბრუკლინთან ქონდა ზაზას სხვა ცენტრები ვერ ითამაშებდნენ ლოპესი გადაუვლიდა.
ჯავალი სავარაუდოთ სასტარტოში იქნება კლივლენდთან თამაშის დროს და ისიც საექსპერიმენტოდ,ძირითადათ ცენტრის გარეშე ითამაშებენ.
კარი,ტომსონი,იგი,დურანტი და გრინი იქნებიან.
lebron james
19:28 24-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული