10:44 07-01-2017
ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტის" უცნაური წაგება "გრიზლისთან" [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს ოვერტაიმში წაგებული ოკლენდელთა მეორე მატჩია.
არადა, "გოლდენ სტეიტმა" მატჩის პირველი სამი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და ბოლო მეოთხედის წინ 19-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა (98:79), თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაიკ კონლის ზუსტმა ტყორცნამ კი თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ოვერტაიმში სტივენ კერის შეგირდები უსუსურად გამოიყურებოდნენ და მხოლოდ 8 ქულა მიითვალეს მაშინ, როცა მეტოქემ 17 ქულა ჩააგდო.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე ნახევარი საათზე ოდნავ მეტი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 4-იდან 3 ორქულიანი და 4-იდან ყველა საჯარიმო ჩააგდო, 3-ქულიანი ზონიდან კი არ უსვრია.
თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი იყო 40 ქულით, "მემფისში" კი 27-27 ქულით საუკეთესოები კონლი და ზაკ რენდოლფი გახდნენ.
"გოლდენ სტეიტი", რომელსაც 37 მატჩში 31 მოგება და 6 მარცხი აქვს, დასავლეთ კონფერენციის ლიდერად რჩება, მომდევნო შეხვედრას კი თბილისის დროით 9 იანვარს, სტუმრად "საკრამენტო კინგსთან" ჩაატარებს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
-ფულის გულისთვის ეშმაკს აძლევენ ... სულსაც კი!