ანზორ ლეჟავას მემორიალური დაფის გახსნა მის იუბილეზე

AutoSharing Option
3 სექტემბერს 80 წელი შეუსრულდებოდა დიდ ქართველს კალათბურთელს, ღირსების ორდენის კავალერს, ანზორ ლეჟავას.

სწორედ ამ დღეს, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გაიხსნა მემორიალური დაფა, ხოლო ცერემონიალს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები, ვეტერანი და ანზორ ლეჟავას თანაგუნდელ-მეგობრები დაესწრნენ.

ანზორ ლეჟავა გახლდათ ქართული კალათბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების მოზიარე. 1962 წელს მან თბილისის "დინამოსთან" ერთად ევროპის საკლუბო ჩემპიონთა თასი მოიგო. ანზორ ლეჟავა გახლდათ საბჭოთა კავშირის 1968 წლის ჩემპიონი, ხოლო 1959, 1960, 1961 და 1968 წლებში ვერცხლის, 1965-ში კი ბრინჯაოს მედლებს ფლობდა.

თბილისის "დინამოში" გადასვლამდე, 1954-58 წლებში
ლეჟავა თბილისის "ბურევესტნიკში" თამაშობდა. ის იყო თბილისის, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების წევრი.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული