თბილისში სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროჩელენჯის B ჯგუფის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც "არმიამ" გერმანულ "გოტინგენს" უმასპინძლა და 82:76 დაამარცხა.
"არმია"-"გოტინგენი" 82:76 23:14/20:20/15:14/24:28
მასპინძელთა გუნდში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ლეგიონერი სანდიეტა გეინსი გახდა, რომელმაც აქტივში 24 ქულა ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ "არმია" მომდევნო მატჩს თურქეთში 15 ნოემბერს "ბეშიქთაშთან" გამართავს.