ვითიბი ლიგის დირექტორი: ყველა ამბობს, რომ საქართველოში სუპერდასწრება იქნება

AutoSharing Option
ვითიბი ლიგაში თბილისის "ვითას" დებიუტი 4 ოქტომბერს შედგება, როდესაც სპორტის სასახლეში რუსულ "კრასნი ოკტიაბრს" უმასპინძლებს.

ტურნირის სტარტის წინ ლიგის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი შიროკოვმა გაზეთ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში თბილისის საკალათბურთო კლუბიც ახსენა.

"სპორტ ექსპრესი": არის მოლოდინი, რომ ლიგის ახალბედა "ვითამ" დასწრების მაჩვენებელი ახალ სიმაღლეზე უნდა ასწიოს: თბილისში რეგულარულ ანშლაგს ელიან. თუმცა, სპორტული თვალსაზრისით, საეჭვოა, ქართულმა კლუბმა ტურნირი სერიოზულად გააძლიეროს.
ანდრეი შიროკოვი:
საიდან მოიტანეთ? დავიჯერო "ბეშიქთაშთან" ორი საკონტროლო მატჩით სჯით ასე? მართალია, "ვითამ" ერთი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო, მაგრამ იმ თამაშში თბილისელები
ყველა მოთამაშეს ცდიდნენ.

არ მსურს დეტალებში ჩაღრმავება და არც დასკვნების გამოტანაში ავჩქარდები, მით უმეტეს, თქვენ მიერ დასახელებული ორი პუნქტის თაობაზე.

რა როგორ იქნება ამ კლუბთან დაკავშირებით, როგორც სპორტული კუთხით, ისე დასწრების მხრივ, ამას მხოლოდ სეზონი გვაჩვენებს.

დღეს ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ საქართველოში სუპერდასწრება იქნება. მოდით, ამაზეც მაშინ ვისაუბროთ, როდესაც ფაქტებს ვნახავთ.

იგივე ითქმის შედეგებზეც. ხალხი შემადგენლობას და წინასასეზონო მატჩებს ითვალისწინებს და "ვითას" აუტსაიდერად ასახელებს, მაგრამ ამაზე საუბარი ლოგიკური მაშინ არ იქნება, როდესაც გუნდს ოფიციალურ მატჩებში ვნახავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული