კალათბურთი
უცხოური კალათბურთი
00:22 12-07-2017
ეს კალათბურთია: ავსტრალიამ მარშალის კუნძულები 166:3 დაამარცხა!
AutoSharing Option
Yes
No
ოკეანეთში 17 წლამდელ გოგონათა საკვალიფიკაციო ტურნირზე სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა. ავსტრალიის ნაკრებმა მარშალის კუნძულებს 166:3 მოუგო.
სტუმრებმა სამი ქულა შემდეგნაირად აიღეს: ერთი ზუსტი ორქულიანი ჰქონდათ და ერთი თავისუფალი ტყორცნა გამოიყენეს.
ავსტრალია ჯგუფის ლიდერია და მომდევნო ტურში სამოას ნაკრებს შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავტორი :
ნიკოლოზ ნეფარიძე