მარცინ გორტატი პოლონეთის ნაკრებს დაუბრუნდა და ბელგიური ტურნირი მოაგებინა

AutoSharing Option
"ფინიქს სანსის" ცენტრი მარცინ გორტატი პოლონეთის ნაკრებს დაუბრუნდა და ბელგიური ტურნირი მოაგებინა.

პირველ მატჩში "არწივების" მეტოქე ისრაელი იყო. მაცეი ლამპეს (18 ქულა) წინამძღოლობით პოლონეთმა 75:72 გაიმარჯვა.

მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქეებმა ბელგიას სძლიეს - 66:52. შეხვედრის ბომბარდირი, 20 ქულით გორტატი გახდა.

გადამწყვეტი იტალიასთან დაპირისპირება გამოდგა, რომელიც პოლონელთა ტრიუმფით დასრულდა (82:79) და ანტვერპენის ტურნირზეც პირველი ადგილი დაიკავეს.

ამჯერად გორტატმა და ლამპემ ქულები მეგობრულად გაინაწილეს - 17-17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული