ახლა მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდება სამედიცინო შემოწმების შედეგებს, რომელიც კალათბურთელს 27 აგვისტოს ჩაუტარდა. ამაზე იქნება დამოკიდებული - ითამაშებს თუ არა პარკერი ევრობასკეტზე.
მონპელიეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკერი ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის რიგებში, თუმცა მატჩი ესპანეთმა მოიგო ერთი ქულით.
პირინეელებს გამარჯვება მოუტანა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე მარკ გასოლის ჩაგდებულმა ტყორცნამ.
საფრანგეთი-ესპანეთი 84:85
22:23, 21:18, 16:18, 25:26
ს: პარკერი (29), ბატუმი (17+9 მოხსნა), ერტელი
ე: მ. გასოლი (26+6 მოხსნა), კალდერონი (11), ლიული (10), ფერნანდესი (7), როდრიგესი (7), რუბიო (7).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"