ამერიკაში გოგონათა გუნდის მწვრთნელი იმისთვის დასაჯეს, რომ მისმა გუნდმა 161:2 მოიგო

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა სკოლის გუნდის მწვრთნელი გამარჯვებისთვის დასაჯეს. მაიკლ ანდერსონი კალიფორნიაში აროიო ველის სკოლის გუნდს ავარჯიშებს, რომელმაც ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 161:2 (!) მოიგო.

ანდერსონი დაადანაშაულეს მეტოქის მიმართ უპატივცემულობაში და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

"თამაში კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. არ ველოდი ასეთ ანგარიშს", - განაცხადა მწვრთნელმა.

დიდი შესვენებისთვის აროიოელი გოგონები ბლუმინგტონის სკოლას 104:1-ს უგებდნენ. ანდერსონმა დააზუსტა, რომ მეორე ტაიმში სასტარტო ხუთეულის არც ერთი წევრი აღარ შეუშვია მოედანზე.

აროიოს კალათბურთელებმა უკვე ჩაატარეს მწვრთნელის გარეშე ერთი შეხვედრა და მეტოქე 80:19 დაამარცხეს. ანდერსონი ამ დროს
მომავალი მეტოქის მატჩს ესწრებოდა და ინფორმაციას აგროვებდა მის შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული