ნუ დასცინებთ მენი პაკიაოს!

AutoSharing Option
ფილიპინების ლიგაში მოასპარეზე საკალათბურთო კლუბმა "პიურეფუდს სთარ ჰოთშოთსმა" შემადგენლობიდან დაითხოვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ცენტრი დანიელ ორტონი.

მიზეზი გახდა ამერიკელის კომენტარი სახელგანთქმულ ფილიპინელ მოკრივეზე, მენი პაკიაოზე. შეგახსენებთ, რომ პაკიაოს, რომელიც დიდი ხანია გატაცებულია კალათბურთით, დებიუტი ჰქონდა ფილიპინების საკალათბურთო ასოციაციაში თავისი გუნდის რიგებში.

მოკრივის გუნდმა "კია კარნივალმა" 95:84 დაამარცხა "პიურეფუდს სთარ ჰოთშოთსი". თავად პაკიაომ თავისი პირველი ქულა მოიპოვა კარიერაში - ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

"პროფესიული მოკრივე? დიახ. კონგრესმენი? კარგია. მაგრამ პროფესიონალი კალათბურთელი?" - განაცხადა ორტონმა ბრძოლის შემდეგ.

აღვნიშნავთ, რომ ასოციაციიდან გარიცხვის
გარდა, ფილიპინების კალათბურთის ფედერაციამ ორტონს 5.6 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული