NCAA. ფინალი: "დიუკი" - ხუთგზის ჩემპიონი

AutoSharing Option
გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რადგან ამ დღეს მთავარი მოვლენა იყო სტუდენტური ლიგის (NCAA) ფინალი.

აქ ყველა ელოდა დიუკის უნივერსიტეტისა და გაპიარებული "კენტაკის" დაპირისპირებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ვისკონსინის უნივერსიტეტთან წააგო.

გუშინდელი ფინალი საუკეთესოდ მონათლეს 2007 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ "დიუკი" გადამწყვეტი მატჩის ფავორიტად მიიჩნეოდა, მეორე ტაიმში იყო მომენტი, როცა ვისკონსონი ძალიან მიუახლოვდა საბოლოო წარმატებას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეს გუნდი ყველაზე დიდი სხვაობით, ცხრა ქულით გავი
და წინ - ვისკონსინელმა ფრენკ კამინსკიმ მორიგი ორქულიანი ჩააგდო და ტაბლოზე 48:39 გამოისახა.

კამინსკი ერთადერთი კალათბურთელი იყო მატჩში, რომელმაც ორმაგი დუბლი (21 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა და აშკარად აჯობა "დიუკის" ლიდერს და მომავალი დრაფტის პოტენციურ პირველ ნომერს, ჯალილ ოკაფორს, რომელმაც 10 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა შეხვედრა.

მაგრამ "დიუკის" რიგებში სხვა კალათბურთელებმა იყოჩაღეს და ქამბექიც შედგა - ბოლო 13 წუთში მაიკ კრჟიჟევსკის გუნდმა 14 ქულა მოუგო "ვისკონსინს" და 68:63 გაიმარჯვა. მეორე ტაიმში "დიუკის" მიერ დაგროვებული 37 ქულიდან 29 ტაიუსს ჯონსსა და გრეისონ ალენზე მოდის. ეს "დიუკის" ისტორიაში მეხუთე ტრიუმფია NCAA-ს ლიგაში, აქედან სამი აშშ-ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კრჟიჟევსკის ანგარიშზე მოდის.

დიუკი-ვისკონსინი 68:63
31:31, 37:32
დ: კუკი (6), ტ. ჯონსი (23+5 მოხსნა), მ. ჯონსი (0), უინსლოუ (11+9 მოხსნა+3 დაფარება), ოკაფორი (10) - სასტარტო; ალენი (16), ჯეფერსონი (2+7 მოხსნა+3 დაფარება), პლამლი (0).
ვ: კენიგი (10+4 პასი), გასერი (0+6 მოხსნა), დეკერი (12+8 მოხსნა), ჰეიესი (13), კამინსკი (21+12 მოხსნა) - სასტარტო; დიუკენი (5), ჯექსონი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული