18 გუნდი სამ ტურნირზე გადანაწილდება. თითო ტურნირში ექვსი ნაკრები ორ სამგუნდიან ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა ნახევარფინალში. ოლიმპიადის საგზურს მხოლოდ ტურნირების გამარჯვებულები მიიღებენ.
ასევე გაირკვა, რომ ფიბა 2015 წლის 23 ნოემბერს დაასახელებს იმ სამ ქვეყანას, სადაც უნდა გაიმართოს საკვალიფიკაციო ტურნირები. შესაძლებელია, მატჩები ჩატარდეს ერთ ან რამდენიმე კონტინენტზე. მასპინძლების შერჩევისას, პრიორიტეტი ექნებათ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ოლიმპიადის კვალიფიკაციაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ადრე ერთ-ერთი შესარჩევი ტურნირის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს კანა
* * *
და კიდევ, გამოცხადდა, რომ FIBA-ევროპა 2017 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყანას ამა წლის 11-12 დეკემბერს, ორგანიზაციის მორიგ სესიაზე გამოაცხადებს. არჩევის პროცესი პირველ ოქტომბერს დაიწყება, როცა ყველა მსურველს შეეძლება განაცხადების შეტანა. განაცხადების მიღება 2 ნოემბერს დასრულდება. ამის შემდეგ, ფედერაციის საექსპერტო კომისია ყველა პრეტენდენტ ქვეყანას ეწვევა და საბოლოო ოქმს მოამზადებს.
როგორც წლევანდელი ევრობასკეტის შემთხვევაში, ყოველ ქვეყანას შეეძლება სამი ტიპის განაცხადის შეტანა: მთელი ტურნირის ჩატარებაზე, ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე ან ერთი ჯგუფისა და ფინალური სტადიის ორგანიზებაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"