ამბები ფიბასგან - როგორ მოვხვდეთ ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 2016 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატი.

18 გუნდი სამ ტურნირზე გადანაწილდება. თითო ტურნირში ექვსი ნაკრები ორ სამგუნდიან ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა ნახევარფინალში. ოლიმპიადის საგზურს მხოლოდ ტურნირების გამარჯვებულები მიიღებენ.

ასევე გაირკვა, რომ ფიბა 2015 წლის 23 ნოემბერს დაასახელებს იმ სამ ქვეყანას, სადაც უნდა გაიმართოს საკვალიფიკაციო ტურნირები. შესაძლებელია, მატჩები ჩატარდეს ერთ ან რამდენიმე კონტინენტზე. მასპინძლების შერჩევისას, პრიორიტეტი ექნებათ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ოლიმპიადის კვალიფიკაციაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ერთ-ერთი შესარჩევი ტურნირის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს კანა
დამ და იტალიამ.

* * *
და კიდევ, გამოცხადდა, რომ FIBA-ევროპა 2017 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყანას ამა წლის 11-12 დეკემბერს, ორგანიზაციის მორიგ სესიაზე გამოაცხადებს. არჩევის პროცესი პირველ ოქტომბერს დაიწყება, როცა ყველა მსურველს შეეძლება განაცხადების შეტანა. განაცხადების მიღება 2 ნოემბერს დასრულდება. ამის შემდეგ, ფედერაციის საექსპერტო კომისია ყველა პრეტენდენტ ქვეყანას ეწვევა და საბოლოო ოქმს მოამზადებს.

როგორც წლევანდელი ევრობასკეტის შემთხვევაში, ყოველ ქვეყანას შეეძლება სამი ტიპის განაცხადის შეტანა: მთელი ტურნირის ჩატარებაზე, ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე ან ერთი ჯგუფისა და ფინალური სტადიის ორგანიზებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოვხვდეთ არა! საქართველო ვერ მოხვდება ამ ტურნირზე, შვიდეულში უნდა გავსულიყავით, რომ ამ ტურნირზე თამაშის უფლება მოგვეპოვებინა!
0
შევიტანოტ განაცხადი ვენც
შოთა გუგეშაშვილი
11:31 21-09-2015
0

სიახლეები პოპულარული