მადრიდის "რეალი" მსოფლიოს ჩემპიონია

AutoSharing Option
ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი გახდა. სან პაულუში გამართულ მეორე მატჩში ესპანელებმა 91:79 დაამარცხეს ბრაზილიის "ბაურუ". შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი მასპინძლებს 91:90 ჰქონდათ მოგებული.

მადრიდელებმა პირველ მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს - ცხრა ქულით გაიჭრნენ წინ, რის შემდეგაც შეძლეს საჭირო სხვაობის შენარჩუნება. მეორე და მესამე მეოთხედები ფრედ დასრულდა, მეოთხეში კი "ბაურუმ" სამი ქულა მოიგო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია "რეალისთვის", მეორე საერთაშორისო ტიტული მოეგო 2015 წელს.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ჯეისი კეროლი, რომელმაც 22 ქულა დააგროვა, "ბაურუს"
შემადგენლობაში კი რიკარდო ფიშერმა გამოიჩინა თავი 26 ქულით. სხვათა შორის, პირველ მატჩშიც ეს მოთამაშეები იყვნენ ყველაზე შედეგიანები თავიანთი გუნდის რიგებში.

ბაურუ-რეალი 79:91
15:24, 25:25, 17:17, 25:22
ბ: ფიშერი (26), ჰეტსჰაიმერი (17), ა. გარსია (14).
რ: კეროლი (22), ლიული (21), ტომპკინსი (17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული