ის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ შეცვლის მაიკ კრჟიჟევსკის, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული გუნდის გენერალური მენეჯერის თანამდებობას ჩაიბარებს.
პოპოვიჩთან 2020 წლამდე გაფორმდა კონტრაქტი.
"ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სპორტთან კავშირი აქვს, ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. 1972 წელს, ვერ მოვხვდი აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებში, მაგრამ ოცნებისთვის თავი არასოდეს დამინებებია. ვუყურებდი ტელევიზორში ოლიმპიურ თამაშებს და ყოველთვის მინდოდა მისი ნაწილი გავმხდარიყავი. ამაში სხვებისგან არ განვსხვავდები. მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოცნება ცხოვრების ამ ეტაპზე
პოპოვიჩი "სან ანტონიოს" 1996 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით, გუნდი ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.
ამ მომენტისთვის, ამერიკის ნაკრებს 63-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. 2008 წლიდან მოყოლებული, გუნდმა ორჯერ მოიგო ოლიმპიადა (2008, 2012) და ორჯერ - მსოფლიოს ჩემპიონატი (2010, 2014).
ორიგინალური ფრაზით გამოეხმაურა პოპოვიჩის დანიშვნას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი:
"აშშ-ის ნაკრები საიმედო ხელშია. ასე იყო კრჟიჟევსკის დროსაც, მაგრამ, ახლა, სიტუაცია "ნათლიმამას" მაგონებს. გუნდი თითქოს მაიკლ კორლეონეს გადასცეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"