მამაკაცთა სამი ტურნირის ორგანიზების სურვილი გამოთქვეს: გერმანიამ, საბერძნეთმა, ირანმა, ისრაელმა, იტალიამ, მექსიკამ, სერბეთმა, თურქეთმა, ჩეხეთმა და ფილიპინებმა. თითო ტურნირში ექვს-ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მატჩები 4-10 ივლისს გაიმართება.
ქალებს შორის ერთადერთი საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი. ამ ტურნირის მასპინძლობის სურვილი აქვთ - ესპანეთსა და საფრანგეთს. ჩატარების თარიღია - 13-19 ივლისი.
ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების მასპინძელ ქვეყნებს 23 ნოემბერს დაასახელებენ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა - 11 ნოემბერი.
ყოველდღიური სპორტული