ვინ უმასპინძლებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს კალათბურთში

AutoSharing Option
2016 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობაზე 12-მა ქვეყანამ შეიტანა განაცხადი.

მამაკაცთა სამი ტურნირის ორგანიზების სურვილი გამოთქვეს: გერმანიამ, საბერძნეთმა, ირანმა, ისრაელმა, იტალიამ, მექსიკამ, სერბეთმა, თურქეთმა, ჩეხეთმა და ფილიპინებმა. თითო ტურნირში ექვს-ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მატჩები 4-10 ივლისს გაიმართება.

ქალებს შორის ერთადერთი საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი. ამ ტურნირის მასპინძლობის სურვილი აქვთ - ესპანეთსა და საფრანგეთს. ჩატარების თარიღია - 13-19 ივლისი.

ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების მასპინძელ ქვეყნებს 23 ნოემბერს დაასახელებენ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა - 11 ნოემბერი.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოიცათ კაცო რა საკვალიფიკაციო უნდა გერმანია ევროპაზე ჯგუფში არ ჩარჩა?
sabonis
15:07 27-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული