უცხოური კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

სერგეი მონია: ცუდია, თუ ქართველი ფანები რუსეთის ჰიმნზე ისხდნენ

AutoSharing Option
რუსეთის საკალთბურთო ნაკრების კაპიტანმა სერგეი მონიამ საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ქართველი გულშემატკივარის ქცევაზე კომენტარი გააკეთა. 

ჟურნალისტმა მას აცნობა, რომ რუსეთის ჰიმნის დაწყების დროს ქართველი გულშემატკივრები დემონსტრაციულად დასხდნენ.

"მათთვის საერთოდ არ შემიხედავს - არც თამაშის დროს და არც მანამდე. მარტო ჩვენი გულშემატკივრის ხმები მესმოდა. ქართველები რას აკეთებდნენ ტრიბუნებზე, არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩვენ აქ ლონდონის საგზურისთვის ჩამოვედით და ვცდილობთ, ის მოედანზე მოვიპოვოთ.

თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ვიმეორებ, ჩემთვის და ნაკრების წევრებისთვის სულ ერთია, რა ხდება მეტოქის ქომაგებთან.
მირჩევნია თამაშზე ვისაუბრო",- განაცხადა მონიამ.

Sportall.Ge

Sportall.Ge