უცხოური კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

სმოდიში: საქართველოსთან არა კალათბურთი, არამედ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა იყო

AutoSharing Option
სლოვენია-საქართველოს მატჩის შემდეგ (სლოვენიელებმა 87:75 გაიმარჯვეს) "სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტის კითხვებს ბალკანელთა ფორვარდმა მატიაჟ სმოდიშმა უპასუხა.

- რატომ დაიწყო მატჩი თქვენი გუნდისთვის ასე რთულად?
- რა მნიშვნელობა აქვს როგორ დაიწყო? შეხედეთ ტაბლოს! 12 ქულით მოვიგეთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იწყებ. მნიშვნელოვანი ისაა, როგორია საბოლოო ანგარიში. მაგალითად, უკრაინასთან მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ჩამორჩენის შემცირების საშუალება მივეცით. მართალია, ბოლოს მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.

- საქართველოსთან თამაში უფრო რთული იყო, ვიდრე წინა ორი მატჩი?
- პირველი ორი თამაში კალათბურთი იყო. დღეს კი ბერძნულ-რომაული
ორთაბრძოლა გამოვიდა. საქართველოს ძალიან ხისტი და აგრესიული გუნდი ჰყავს. ამიტომ გამარჯვებისთვის ცოტა ჩხუბი მოგვიხდა.

- რუსეთის ნაკრების კალათბურთელებთან ურთიერთობთ? რას ელით ჩვენ გუნდთან მატჩისგან?
- სწორედ დღეს შევხვდით სასტუმროში. მივესალმეთ, თბილად ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, რუსეთთან მატჩი რთული იქნება. განსაკუთრებით კირილენკო გამოირჩევა.


Sportall.Ge

Sportall.Ge