უცხოური კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

პარკერით და ბატუმით, მაგრამ ნოას გარეშე

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ სექტემბერში გასამართი ევრობასკეტისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.

ფრანგული პრესისთვის სრული მოულოდნელობა გახდა სიაში "ჩიკაგოს" ცენტრის, ჟოაკიმ ნოას არყოფნა, რომელსაც ოფიციალურად არ უთქვამს უარი კონტინენტის პირველობაში მონაწილეობაზე. სამაგიეროდ, შემადგენლობაში ვხედავთ ტონი პარკერს.

მთლიანად სია ასე გამოიყურება:
მცველები: ტონი პარკერი, ნანდო დე კოლო (ორივე - "სან ანტონიო", NBA), ტომას ერტელი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი), ანტუან დიო ("პარიზი"), ლეო ვესტერმანი ("პარტიზანი", სერბეთი), იანიკ ბოკოლო ("გრაველენი"), ევან ფურნიე ("დენვერი", NBA), ედვინ ჯექსონი ("ვილერბანი");

ფორვარდები: ნიკოლა ბატუმი ("პორტლენდი", NBA), მიკაელ ჟელაბალი
("მინესოტა", NBA), ბორის დიაო ("სან ანტონიო", NBA), ფლორან პიეტრუსი ("ვალენსია", ესპანეთი), შარლ კაუდი ("ლე მანი"), კიმ ტილი ("მურსია", ესპანეთი);

ცენტრები: ჟოფრეი ლოვერნი ("პარტიზანი", სერბეთი), რონი ტურიაფი ("კლიპერსი", NBA), ალექსის აჟინკა ("სტრასბური").

ჯგუფურ ეტაპზე ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტის მეტოქეები არიან: უკრაინა, გერმანია, ბრიტანეთი, ბელგია და ისრაელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხუან კარლოს ნავარო ევრობასკეტზე არ მიდის