ფიბა - არის შესარჩევი ციკლის ახალი ფორმატი

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ, ქალაქ ლილში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა სანაკრებო დონეზე შესარჩევი ტურნირების ახალი ფორმატი, რომელიც 2017 წლიდან შევა ძალაში.

პირველი ტურნირი, რომელზეც გამოცდიან ახალ კონცეპციას, იქნება 2019 წელს, ჩინეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია.

შესარჩევი ტურნირი 15 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა კონტინენტის 140 ქვეყანა.

კალენდარში გამოყოფილი იქნება ექვსი სპეციალური ფანჯარა. თითოეულის ხანგრძლივობა ცხრა დღე იქნება. ტურები გაიმართება 2017 წლის ნოემბერში, 2018 წლის თებერვალში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში, აგრეთვე, 2019 წლის თებერვალში. გუნდები "შინ და გარეთ" სისტემით
ითამაშებენ.

ამ სიახლეს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაცია. სავარაუდოდ, ამ ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობას განვითარების ლიგაში (D-ლიგა) მოთამაშე კალათბურთელებით დააკომპლექტებს.

როგორც ESPN აღნიშნავს, თეორიულად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები ივნისის ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შეძლებენ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ნოემბერსა და თებერვალში, როცა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატი მიმდინარეობს, იქაური კლუბები არ მოისურვებენ კალათბურთელების ნაკრებში გაშვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული