NBA: პირველი 200-მილიონიანი ისტორიაში

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი უპრეცედენტო ხელფასს მიიღებს. მცველი ხელს მოაწერს 201 მილიონი დოლარის ოდენობის ხუთწლიან კონტრაქტს, - წერს Bleacher Report და რამდენიმე სხვა ამერიკული წყარო.

ეს არის პირველი 200-მილიონიანი კონტრაქტი NBA-ის ისტორიაში. ადრე, სპორტის ისტორიაში 12 ასეთი შემთხვევა ყოფილა და ყველა ბეისბოლში.

* * *
ამასობაში გაირკვა, რომ სტეფ კარის მაისური ყველაზე გაყიდვადია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებს შორის. ეს არის ინტერნეტ-მაღაზია NBAStore.com-ის ინფორმაცია.

მეორე ადგილზეა "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. პირველ სამეულს ავსებს კარის თანაგუნდელი კევინ დურანტი.

მხოლოდ მეოთხე პოზიციას
იკავებს 2016-17 წლების სეზონის MVP, "ოკლაჰომას" ლიდერი რასელ უესტბრუკი. ხუთეულშია აგრეთვე, ლებრონის თანაგუნდელი კაირი ირვინგი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილთან შედარებით, პირველ ხუთეულში ცვლილება არ მომხდარა.

კლუბებს შორის, ყველაზე პოპულარულები არიან - "გოლდენ სტეიტი", "კლივლენდი", "ჩიკაგო", "ბოსტონი" და "სან ანტონიო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"