USA TODAY: დურანტის წყალობით "გოლდენ სტეიტს" ფაჩულიას შენარჩუნება შეუძლია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსს" ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებისა და თავისუფალი აგენტის, ნიკ იანგის დამატების შანსი მიეცა - ამ ყველაფრის მიზეზი კი კევინ დურანტია. უფრო ზუსტად კი, მისი საქციელი.

კევინმა რამდენიმე კვირის წინ თქვა უარი "კუთვნილ" მაქსიმალურ კონტრაქტზე, რომელიც სეზონში 34,5 მილიონი დოლარია და ამით შესაძლებელი გახადა გუნდში ანდრე იგუოდალასა და შონ ლივინგსტონის დარჩენა.

ამის მიუხედავად, მას თავისუფლად შეეძლო წელიწადში 31,5 მილიონი დოლარი მოეთხოვა, მაგრამ, როგორც USA TODAY-სთვის ცნობილი გახდა, დურანტი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან და სეზონში დაახლოებით 25-26 მილიონი დოლარით დაკმაყოფილდება.

ბიუჯეტიდან
გამოთავისუფლებული მილიონები კი შესაძლოა, ეყოს თავისუფალ აგენტ ნიკ იანგის აყვანას, ასევე, ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას გუნდში დატოვებას.

აი, ასე მოულოდნელად შემოტრიალდა NBA-ს ჩემპიონ გუნდში სიტუაცია. დიდი ალბათობით, "გოლდენ სტეიტი" არა მარტო შეინარჩუნებს ძირითად ბირთვს (ფაქტობრივად, მხოლოდ ზაზას შენარჩუნება აკლია), არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუნდაც 2.3 მილიონი მისცენ, თვეში გამოდის 191 ათას 666 დოლარი, რაც სულ მცირე 422 ათასი ლარია.. რა, ცუდია?
mentori
05 ივლისი 2017 17:24
0
თუნდაც 2.3 მილიონი მისცენ, თვეში გამოდის 191 ათას 666 დოლარი, რაც სულ მცირე 422 ათასი ლარია.. რა, ცუდია?
mentori
05 ივლისი 2017 17:23
0
დღეს ვიზე გაღიზიანდი აქ, იქნებ მაგიც დაწერო?
კობიუსs-s
05 ივლისი 2017 13:08
0
ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს იცით? ქართველებმა ჩვენიანი წარმატებული ადამიანის დაფასება რომ ვერ ვისწავლეთ და არ შეგვიძლია. მტელი ფინალების განმავლობაში აქაც და სოციალურ ქსელებშიც უამრავი "ექსპერტი" აფრქვევდა ტავის მოსაზრებებს თუ როგორი სუსტია ზაზა, როგორ არ იმსახურებს ბეჭედს და როგორი ბალასტია გუნდისთვის. აღარაფერს ვამბობ იმ "გულშემატკივრებზე" ვინს კლივლენდს გულშემატკივრობდნენ და ერთი სული ქონდათ როდის დაამარცხებდა ლებრონი და კამპანია გოლდენ სტეიტს. ხოოდა მინდა ამ ხალხის გასაგონად ვთქვა, დამშვიდდით, დაწყნარდით და ცივი წყალი დალიეტ ბლომად, ზაზა მსოფლიო უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ღირსეული ჩემპიონია, ქართული კალათბურთის უახლესი ისტორიის შემქმნელი, ადამიანი რომელიც ზრუნავს მომავალ თაობებზე, მათ ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და განვითარებაზე. რაც შეეხება მის ყოფნა არ ყოფნას გოლდენ სტეიტში, არა მგონია სამწვრთნელო შტაბზე და გენერალურ მენეჯერზე უფრო კომპეტენტურები ვიყოთ ჩვენ გუნდის დაკომპლექტების საკითხებში, ხოოდა თუ ზაზა 2016 წელს გუნდში აიყვანეს ეს ნიშნავდა იმას, რომ ის სრულად ერგებოდა სათამაშო სქემას და მისი სასტარტოში თამაში კი იმის მანიშნებელი იყო, რომ ზუსტარ ასრულებდა მწვრთვნელის დავალებას. და ბოლოს, უბრალოს არაკომპეტენტურია იმ მენეჯმენტის გადაწყვეტილებების კვალიფიციურობაში ეჭვის შეტანა ვინც 450 მილიონიანი ფრანჩიზა 2.5 მილიარიანად გადააქცია და ორი საჩემპიონო ტიტული მოაგებინა.
კობიუს
05 ივლისი 2017 11:37
0
ჯემალავ ან აზრები დაასრულე ბოლომდე, მერე სათარგმნი რომ არ გქონდეს, უფრო კი სჯობია საერთოდ შეეშვა კომენტატორობას.
Joni-ს
05 ივლისი 2017 11:21
0
ამკ. ყველას თავისი როლი აქვს გუნდში და ზაზა თავის როლს ძალიან კარგად ასრულებს, ის რომ ტომპსონს 1 თამაში გაუვარდა 5-დან ეგ ზაზას დამსახურებაა. ეგ იმ სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილია რასაც ზაზა ძალიან კარგად ასრულებს. ცოტა მეტად დავაფასოთ ჩვენიანები კარგი იქნება
irakli
05 ივლისი 2017 10:01
0
იმედია ზაზა დარჩება გს-ში. ამით ის განიმტკიცებს ჩემპიონის სახელს და კალათბურთის ისტორიაში შევა როგორც დინასტიის სრულუფლებიანი წევრი და არა როგორც მომთაბარე, ბეჭედზე მოთარეშე ნომადი. რომელსაც ბედმა გაუღიმა, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და შანსი გამოიყენა. ზაზამ უარი არ უნდა თქვას თუ გუნდი მას დარჩენას შესთავაზებს გონივრულ ფასად.
ლუკა
05 ივლისი 2017 04:06
0
ფინალმა ნათლად გამოაჩინა რომ ზაზა საჩემპიანატო გუნდის მოთამაშე არ არის - ამან კი პოტენციურ მყიდველს ხალისი დაუკარგა (და ამასმისი ბეჭედიც ვერ უშველის). დურანის საქციელმა - შანსი გააჩინა რომ ზაზა დარჩეს - GSW რამოდენიმე მილიონზე არ უნდა დაკნინდეს რომ თავისი "ბეჭდებიანი" მოთამაშეები არ ჩააყენოს უხერხურ მდგომარეობაში.
ამკ
05 ივლისი 2017 02:25
0
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზაზა არ უნდა გაჩერდეს გოლდენ სტეიტში. მსურველი გამოჩნდება, თუ არა ევროპაში დაბრუნება. რაც შეეხება კევინ დიურანტს ეს არის უძლიერესი კალათბურთელი და უმაღლესი რანგის ადამიანი
aburjga
04 ივლისი 2017 22:58
0
zazaze mxlod tanxis gaormagebit mainc. zaza misi daugalavi shromit amas imsaxurebs....
Joni
04 ივლისი 2017 17:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული