დერიკ როუზმა "კლივლენდი" აირჩია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2011 წლის MVP, გამთამაშებელი დერიკ როუზი "კლივლენდ კავალიერზში" გააგრძელებს კარიერას. როგორც The Vertical წერს, კალათბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ყველა იურიდიული ფორმალობაც მოაგვარა.

ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ ცნობილია, რომ როუზი ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით 2.1 მილიონ დოლარს მიიღებს.

დერიკ როუზი გასულ სეზონში "ნიუ იორკ ნიქსის" რიგებში თამაშობდა, 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 18.0 ქულა დააგროვა. ამ კალათბურთელზე ასევე აცხადებდნენ პრეტენზიას "ჩიკაგო" და "ლეიკერსი".

* * *
ამასობაში, "კლივლენდ კავალიერზის" ახალი გენერალური
მენეჯერი გახდა კობი ოლტმენი, - იტყობინება გუნდის ოფიციალური ვებგვერდი. ის NBA-ის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ხუთი წელია მუშაობს, გასული წლის სექტემბრიდან კი გენერალური მენეჯერის თანაშემწე იყო. ადრე ის აგრეთვე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებთან.

"ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ამიერიდან, ის ოფიციალურად უხელმძღვანელებს ჩვენი კლუბის სპორტულ ნაწილს, - განაცხადა "კლივლენდის" მფლობელმა დენ გილბერტმა. - კობის აქვს ცოდნა, გამოცდილება, ალღო, რომელიც დაეხმარება გახდეს უძლიერესი და გამოჩენილი გენერალური მენეჯერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"