ბრენდონ ნაითი სრულ სეზონს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ფინიქს სანზის" გამთამაშებელმა ბრენდონ ნაითმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო. როგორც NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, კალათბურთელს ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც ის 2017-18 წლების სეზონს სრულად გამოტოვებს.

ნაითმა ტრავმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, მაიამიში საჩვენებელი მატჩის დროს.

"სანზის" ფორმაში ნაითი საშუალოდ 15.0 ქულას, 3.8 შედეგიან გადაცემასა და 2.9 მოხსნას აგროვებდა. კლუბთან მოქმედი ხუთწლიანი კონტრაქტის მიხედვით, მომდევნო სამ წელიწადში მცველმა 43.8 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშაოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"