NBA: სტივ ნეშს გზა ხსნილი აქვს

AutoSharing Option
"ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ხელს არ შეუშლის თავის ვეტერან მცველს სტივ ნეშს, თუ ეს უკანასკნელი სხვა გუნდში მოისურვებს კარიერის გაგრძელებას. თუმცა ამ მომენტისთვის 37 წლის გამთამაშებელს ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს.

"ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული - რა სურს მას", - ამბობს "ფინიქსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

* * *
"ტორონტოს" პრეზიდენტმა ბრაიან კოლანჯელომ განაცხადა, რომ განიხილავს მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდის ანდრეი კირილენკოს მიწვევის შესაძლებლობას. "რეპტორზის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ მოთამაშის აგენტს, თუმცა ჯერ ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებიათ.

NBA-ში რუს ფორვარდს მხოლოდ "იუტაში" უთამაშია - იქ
გამოსვლის პერიოდში მისი საშუალო სტატისტიკა 12.4 ქულას, 5.6 მოხსნასა და 2.8 შედეგიან პასს უდრიდა.

* * *
ქალაქ სიეტლის მთავრობა რვა თვის განმავლობაში ამუშავებდა ქალაქში NBA-ის კლუბის დაბრუნების გეგმას. ჟურნალისტების აზრით, სიეტლში შეიძლება გადავიდეს "საკრამენტო", თუ "კინგზი" ვერ შეძლებს ქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებას ახალი არენის აშენებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ, 2008 წელს "სიეტლ სუპერსონიქსი" ოკლაჰომაში გადავიდა და "თანდერი" დაირქვა.

სიეტლის მერია აპირებს ახალი ულტრათანამედროვე არენის აშენებას და მოლაპარაკებებისას ამ კოზირის გამოყენებას.

ბოსტონი-მემფისი 98:80
24:16, 19:19, 26:26, 29:19
ბ: გარნეტი (24+9 მოხსნა), პირსი (21+6 მოხსნა+6 პასი), რ. ალენი (12), უილკოქსი (12+5 მოხსნა), ჯონსონი (10), რონდონ (5+5 მოხსნა+14 პასი).
მ: გეი (21+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაიო (15), იანგი (10), კანინგემი (10+5 მოხსნა).

მაიამი-ტორონტო 95:89
31:27, 22:21, 22:14, 20:27
მ: ჯეიმსი (30+9 მოხსნა), უეიდი (25), ბოში (12+8 მოხსნა), ჩელმერსი (11).
ტ: დეროზანი (25), ბეილესი (17), კლეიზა (17+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული