NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყოჩაღ, "ლეიკერსი"!

AutoSharing Option
დადებითი ცვლილება უკავშირდება კობი ბრაიანტის სნაიპერიდან გამთამაშებლად გადაყვანას.

უკვე ზედიზედ მეორე მატჩში "შავმა მამბამ" 14 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კობის 28 ქულა 20-25 სროლის შემდეგ. როცა ბრაიანტი გამთამაშებელია, თამაშობს არა მხოლოდ ის, არამედ მთელი გუნდი. "ლეიკერსის" მოთამაშეები გრძნობენ თავიანთ წვლილს შედეგში.

"ოკლაჰომაზე" გამარჯვება ყველაზე ეფექტური და ლამაზი იყო მიმდინარე ჩემპიონატში. კალიფორნიელებმა დაამარცხეს არა მხოლოდ ჩემპიონობის პრეტენდენტი, არამედ დაანახეს თავიანთ გულშემატკივრებს გვირაბის ბოლოს სინათლე. თამაშისადმი ასეთი მიდგომითა და ბრძოლის ჟინით, "ლეიკერსს" შეუძლია კონფერენციაში სიტუაციის შეცვლა.

არ არის
გამორიცხული, რომ დურანტმა და კომპანიამ არ შეაფასა მეტოქე. უესტბრუკმა ბრაიანტის მონდომებით მთლიანად ჩააგდო შეხვედრა. ბოლომდე კარგად არ მისდიოდა საქმეები დურანტს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი "+30" მაინც დააფიქსირა. პაუ გასოლმა და მისი მეთაურობით "ლეიკერსის" სათარიგოთა სკამმა კარგად გააკეთა თავისი საქმე და დაამარცხა "ოკლაჰომას" რეზერვისტები – 33:17.

სხვათა შორის, ესპანელი რეზერვისტის როლში საკმაოდ კარგად გამოიყურება. სირენამდე ექვსი წუთით ადრე სტუმრები ერთ ქულას იგებდნენ, მაგრამ ბრაიანტის ხელმძღვანელობით, საპასუხო სპურტი (11:4) მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ამის შემდეგ "თანდერი" ოთხ ქულაზე მეტად ვეღარ მიუახლოვდა მეტოქეს.

* * *
"დალასისა" და "ფინიქსის" შეხვედრა, რომელშიც "სანზმა" ზედიზედ მეათედ წააგო ტექსასელთა მოედანზე, სავსე იყო იუბილეებითა და მიღწევებით. ჯერ ერთი, შონ მერიონმა კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა; გარდა ამისა, დირკ ნოვიცკიმ გაუსწრო ალენ აივერსონს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში და მე-18 ადგილზე გადავიდა (გერმანელის მორიგი სამიზნე პატრიკ იუინგია). და კიდევ, ელტონ ბრენდმა კარიერაში მე-900 მატჩი ითამაშა.

პირველ ტაიმში 20 ქულის წაგების შემდეგ არიზონელები ბევრს ცდილობდნენ მეტოქესთან დაწევას, მაგრამ მათ ყოველ გაქცევას "დალასი" საპასუხო სპურტით იგერიებდა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში "ფინიქსი" ხუთ ქულამდე მიუახლოვდა "დალასს", მაგრამ ნოვიცკი და ბრენდონ რაიტი მორიგი გაქცევის ორგანიზატორები გახდნენ. "ფინიქსი" ბოლო ხუთ დღეში მეოთხე მატჩს ატარებდა და ვეღარ მოახერხა პასუხის გაცემა.

* * *
როგორც იქნა, შეწყდა "კლიპერსის" ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. ისევ კრის პოლის გარეშე მოთამაშე კალიფორნიელებმა დამაჯერებლად მოუგეს "პორტლენდს". "ბლეიზერსმა" ბოლო ცხრა მატჩში მეშვიდედ წააგო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ NBA-ში ყველაზე უარესი სათადარიგოთა სკამით, სტუმრებს კალიფორნიაში წარმატების მინიმალური შანსი ჰქონდათ.

ამისთვის საჭირო იყო სასტარტო ხუთეულის უნაკლო თამაში, მაგრამ ძირითადი მოთამაშეებიდან თავის დონეზე მხოლოდ ლამარკუს ოლდრიჯმა ითამაშა, თუმცა მან ვერ შეაჩერა "კლიპერსის" წინა ხაზი. მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს სამწამიანში ბრძოლა (56:24), თამაშიდან 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლეს. ასეთი სტატისტიკით კი "კლიპერსმა" წელს მხოლოდ ერთი მატჩი წააგო 14-იდან.

ლეიკერსი-ოკლაჰომა 105:96
27:23, 25:30, 23:22, 30:21
ლ: ბრაიანტი (21+9 მოხსნა+14 პასი), ნეში (17+5 პასი), გასოლი (16), უორლდ პისი (15+10 მოხსნა), ჯეიმისონი (12), კლარკი (11), ჰოვარდი (8+10 მოხსნა).
ო: დურანტი (35), უესტბრუკი (17+9 მოხსნა+13 პასი), იბაკა (10+6 მოხსნა), პერკინსი (10+6 მოხსნა).

ორლანდო-დეტროიტი 102:104
25:29, 19:25, 33:24, 25:26
ო: რედისი (31+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნელსონი (18+6 მოხსნა+8 პასი), მური (18), დევისი (17+12 მოხსნა+), ვუჩევიჩი (12+17 მოხსნა).
დ: ნაითი (31), მონრო (17+7 მოხსნა+6 პასი), ვილანუევა (12+5 მოხსნა), სინგლერი (10), ბაინუმი (9+12 პასი).

მემფისი-ნიუ ორლეანი 83:91
23:24, 22:19, 23:21, 15:27
მ: რენდოლფი (20+13 მოხსნა), გასოლი (14+11 მოხსნა+3 დაფარება), ბეილესი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), გეი (10+5 მოხსნა).
ნ-ო: ანდერსონი (22+5 მოხსნა), სმიტი (16+5 მოხსნა), დევისი (10+6 მოხსნა), ამინუ (9+12 მოხსნა), ვასკესი (5+11 პასი).

ნიუ იორკი-ატლანტა 106:104
27:25, 25:27, 30:22, 24:30
ნ-ი: ენტონი (42+5 მოხსნა), სტაუდმაიერი (18+8 მოხსნა), სმიტი (18), ფეტონი (12+10 პასი).
ა: ტიგი (27+5 მოხსნა+6 პასი), სმიტი (20), ჰორფორდი (16+6 მოხსნა), სტივენსონი (15), კორვერი (13+7 მოხსნა).

დალასი-ფინიქსი 110:95
29:21, 28:21, 24:30, 29:23
დ: მერიონი (18+9 მოხსნა+5 პასი), ნოვიცკი (18+7 მოხსნა), ბრენდი (12), ჯონსი (11).
ფ: დრაგიჩი (18+8 პასი), სკოლა (14), ტაკერი (12+5 მოხსნა+5 პასი), ბიზლი (12).

კლიპერსი-პორტლენდი 96:83
33:27, 22:23, 23:12, 18:21
კ: გრიფინი (23+5 მოხსნა+9 პასი), ბატლერი (12), ბლედსოუ (10+5 მოხსნა+5 პასი), ოდომი (8+13 მოხსნა+6 პასი).
პ: ოლდრიჯი (21+11 მოხსნა), ლილარდი (16+5 პასი), ჰიქსონი (15+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასოლი ბოსტონში, გეი ლეიკერსში, პირსი მემფისში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული