იმის გამო, რომ კობი ბრაიანტმა 14-დან 4 ბურთი მოათავსა კალათში და მხოლოდ 11 ქულა დააგროვა, ეს მატჩი პირადად "სუპერმენმა" მოიგო. 39 ქულა, 16 მოხსნა და 3 დაფარება – ასეთი იყო "ლეიკერსის" ცენტრის სტატისტიკა. ის 39-ჯერ (NBA-ს რეკორდი) დადგა საჯარიმოს
ცნობისთვის, მესამე მეოთხედის შუა ნაწილამდე თამაში თანაბარი იყო, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ სტუმრებს მოსამატებლად რესურსი ჰქონდათ და განახორციელეს კიდეც გადამწყვეტი სპურტი – 15:2.
* * *
"მაიამიმ" "ატლანტას" მოუგო და ზედიზედ მე-19 გამარჯვება მოიპოვა – ასეთი რამ კლუბის ისტორიაში არ ყოფილა. უფრო მეტიც, ეს არის მეხუთე შედეგი NBA-ს ისტორიაში. მხოლოდ სამმა გუნდმა შეძლო ერთი სეზონის მსვლელობისას ზედიზედ 20 ან მეტი მატჩის მოგება: 1971-72 წლების სეზონში - "ლეიკერსმა", 2007-08 წლებში – "ჰიუსტონმა" და 1970-71 წლებში – "მილუოკიმ".
"ჰიტმა" ეს მატჩი მოიგო, იმის მიუხედავად, რომ თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 43 პროცენტი გამოიყენა. გარდა ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასე ცუდად არ უსვრია თვით ლებრონ ჯეიმსს – თამაშიდან 11 ტყორცნა და მხოლოდ სამი ზუსტი. მიუხედავად ამისა, ფლორიდელებმა 17 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს, თან ერთხელაც არ გაუშვეს წინ მეტოქე.
* * *
ლიგის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის მებრძოლმა "სან ანტონიომ" დიდი ანგარიშით წააგო "მინესოტასთან". თუმცა ეს არ ყოფილა გასაკვირი, რადგან "სპურსს" არ ჰყავდა ტიმ დანკანი და კავაი ლეონარდი. მათი უთამაშებლობის მიზეზი მუხლის ტრავმა იყო, თუმცა ამის არავის სჯერა. საქმე ისაა, რომ უკვე ყველა მიეჩვია გრეგ პოპოვიჩის როტაციას, როცა ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორ მატჩში არ ტვირთავს ხოლმე თავისი გუნდის ლიდერებს.
გარდა ამისა, არ თამაშობდა მართლა ტრავმირებული ტონი პარკერი. ფრანგი დაახლოებით ორ კვირაში დაუბრუნდება მოედანს.
თუმცა "სან ანტონიოს" შესუსტებული შემადგენლობა სრულიადაც არ აკნინებს რიკი რუბიოს ფანტასტიკურ მიღწევას. ესპანელმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 13 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი.
შარლოტი-ბოსტონი 100:74
19:20, 30:26, 27:15, 24:13
შ: ჰენდერსონი (35), გორდონი (17), მაკრობერტსი (13+10 მოხსნა), უოკერი (10+4 ჩაჭრა).
ბ: გრინი (14), ჯორ. კროუფორდი (14), ბასი (10+7 მოხსნა), ბრედლი (10).
ორლანდო-ლეიკერსი 97:106
23:22, 23:28, 22:26, 29:30
ო: ნელსონი (21+7 პასი), ჰარისი (17+15 მოხსნა+3 დაფარება), აფლალო (17), ჰარკლესი (12), უდრიხი (12), ვუჩევიჩი (6+11 მოხსნა).
ლ: ჰოვარდი (39+16 მოხსნა+3 დაფარება), უორლდ პისი (14), ბრაიანტი (11+7 მოხსნა+8 პასი), ნეში (11), მიქსი (11), ჯეიმისონი (10+8 მოხსნა), ბლეიკი (4+8 პასი)
კლივლენდი-ვაშინგტონი 95:90
20:33, 30:16, 26:16, 19:25
კ: უეიტერსი (20+6 მოხსნა), გი (17), ტომპსონი (13+14 მოხსნა), ლივინგსტონი (12+6 პასი), ელინგტონი (12), კ. მაილზი (10).
ვ: უოლი (27+7 მოხსნა+14 პასი), ოკაფორი (18+11 მოხსნა), უებსტერი (17), ნენე (15+10 მოხსნა).
ბრუკლინი-ნიუ ორლეანი 108:98
28:19, 29:29, 23:30, 28:20
ბ: ლოპესი (26+5 მოხსნა), უილიამსი (21+13 პასი+3 ჩაჭრა), ბლეტჩი (18+5 მოხსნა), ბრუქსი (14), უოლასი (13+8 მოხსნა), რ. ევანსი (6+13 მოხსნა).
ნ-ო: გორდონი (24), დევისი (17+11 მოხსნა+5 დაფარება), ვასკესი (15+14 პასი), ლოპესი (15+8 მოხსნა), ტომასი (12).
მაიამი-ატლანტა 98:81
26:18, 31:26, 22:21, 19:16
მ: უეიდი (23+6 პასი+5 ჩაჭრა), ჯეიმსი (15+7 მოხსნა+7 პასი), ჩელმერსი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), ბოში (14), ალენი (12), ჰასლემი (6+11 მოხსნა).
ა: სმიტი (15+6 მოხსნა), ჰორფორდი (12+6 მოხსნა), ტიგი (12).
მილუოკი-დალასი 108:115
35:28, 20:35, 24:27, 29:25
მ: ელისი (32+9 პასი), დანლივი (18+6 მოხსნა), რედიკი (17), უდო (14+5 მოხსნა), სანდერსი (13+12 მოხსნა+4 დაფარება).
დ: კარტერი (23), ნოვიცკი (19+11 მოხსნა), კრაუდერი (14+8 მოხსნა), მაიო (14), მ. ჯეიმსი (13+6 მოხსნა+7 პასი).
მინესოტა-სან ანტონიო 107:83
24:28, 29:10, 24:22, 30:23
მ: რუბიო (21+13 მოხსნა+12 პასი), ბარეა (17+5 მოხსნა+5 პასი), შვედი (16+7 პასი), რიდნური (14), უილიამსი (13+5 მოხსნა).
ს-ა: ჯოზეფი (15), ჯექსონი (14+5 მოხსნა), დე კოლო (13), გრინი (10), სპლიტერი (4+11 მოხსნა).
პორტლენდი-მემფისი 97:102
21:21, 19:27, 18:20, 39:34
პ: ლილარდი (30+7 პასი), ოლდრიჯი (28+10 მოხსნა+4 დაფარება), ბატუმი (4+10 მოხსნა).
მ: გასოლი (20+5 პასი), რენდოლფი (19+10 მოხსნა), კონლი (14+15 პასი+4 ჩაჭრა), დევისი (14+9 მოხსნა), ალენი (12).
როუზი დაბრუნებას არ აპირებს
"ჩიკაგო ბულზის" მცველი დერიკ როუზი, რომელმაც გასული წლის მაისში, მუხლზე მძიმე ტრავმის შემდეგ ოპერაცია გადაიტანა, კვლავ არ არის მზად მოედანზე დასაბრუნებლად. როგორც უკვე ვწერდით, როუზი ინტენსიურად ვარჯიშობს, მაგრამ არ სურს თავისი აღდგენითი პროცესის ფორსირება.
"ახლა ჩემი მთავარი ამოცანა რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელებაა, - ამბობს NBA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარში როუზი. – მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ ობიექტურად საკუთარი მდგომარეობის შეფასებას და იმის გაგებას, მზად ვარ თუ არა მოედანზე დასაბრუნებლად. არ მინდა ვიჩქარო, რადგან ტრავმის რეციდივის მეშინია. ამიტომაც ველოდები, როდის ვიგრძნობ თავს მზად იმისთვის, რომ მოედანს სრულფასოვან მოთამაშედ დავუბრუნდე".
* * *
"კლივლენდ კავალიერზი" დაახლოებით ერთი თვე თავისი ლიდერის, გამთამაშებელი კაირი ირვინგის გარეშე დარჩა. კალათბურთელმა "ტორონტოსთან" მატჩის მესამე მეოთხედში მხარი იღრძო.
მატჩის შემდეგ ირვინგმა დეტალური გამოკვლევა ჩაიტარა კლივლენდის ერთ-ერთ კლინიკაში და მისდა საბედნიეროდ, ოპერაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა დაახლოებით ერთთვიანი პაუზა იმას ნიშნავს, რომ ირვინგისთვის სეზონი, პრაქტიკულად, დასრულებულია, რადგან "კლივლენდი" აღარ აცხადებს პრეტენზიას პლეი ოფში მოხვედრაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები