NBA-ში ქალი მოდის?

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" მფლობელი მარკ ქიუბანი, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია თავისი ექსპრესიულობით, მომავალ დრაფტზე ქალი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის აყვანას აპირებს.

როგორც ქიუბანი ამბობს, მისმა გუნდმა გრინერი, შესაძლოა, დრაფტის მეორე რაუნდში აირჩიოს, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ ბრიტნის დრაფტის გარეშე მიიწვევენ "მავერიქსის" რიგებში. "თუ ის ფარქვეშ საუკეთესოა, მას ავიყვანთ!" - თქვა ქიუბანმა.

ბრიტნი, რომლის სიმაღლე 203 სანტიმეტრია, ქალთა კალათბურთის ნამდვილ ფენომენად არის მიჩნეული. ის მამაკაცურ ათლეტიზმს აჩვენებს და ამას წინათ, ქალების სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ მატჩში სამჯერ ჩატენა კალათში ბურთი, ჯამში კი
50 ქულა დააგროვა. ბრიტნის გაშლილი ხელების სიგრძე 221 სანტიმეტრია (!), რაც ლებრონ ჯეიმსის ან ენდრიუ ბინუმის ხელების ზომაზე დიდია.

მაგრამ, თუ "დალასი" ბრიტნი გრინერს აიყვანს, ეს უკანასკნელი არ იქნება პირველი ქალი მოთამაშე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. 1979 წელს აშშ-ის ქალთა ნაკრების წევრმა ენ მეიერსმა კონტრაქტი გააფორმა "ინდიანა პეისერსთან", თუმცა მაშინ ენმა საბოლოო განაცხადში მოხვედრა ვერ შეძლო და არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარმელო ენტონის მესამე 50-ქულიანი მატჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული