NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კარმელო ენტონი და "მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ენტონი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა, რითაც "ნიქსმა" თავისი მოგებათა სერია 12 მატჩამდე აიყვანა. ენტონი საშუალოდ მატჩში 41.8 ქულას (საუკეთესო შედეგი ლიგაში) აგროვებდა და ის გახდა მეორე მოთამაშე "ნიუ იორკის" ისტორიაში, ვინც ზედიზედ სამ მატჩში დააგროვა მინიმუმ 40 ქულა.

ჯეფერსონის კარგი თამაშის წყალობით, “მინესოტამ” გასულ კვირას ოთხიდან სამი მატჩი მოიგო. "მგლების" ცენტრმა საშუალოდ 25.0 ქულა (მესამე კონფერენციაში) და
8.5 მოხსნა მიითვალა, თან თამაშიდან 58.9 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

ენტონის კვირა
2 აპრილი. მაიამი-ნიუ იორკი 90:102. 50 ქულა.
3 აპრილი. ატლანტა-ნიუ იორკი 82:95. 40 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი.
5 აპრილი. ნიუ იორკი-მილუოკი 101:83. 41 ქულა, 14 მოხსნა.

პეკოვიჩის კვირა
1 აპრილი. მინესოტა-ბოსტონი 110:100. 29 ქულა, 5 მოხსნა.
3 აპრილი. მილუოკი-მინესოტა 98:107. 27 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი.
5 აპრილი. მინესოტა-ტორონტო 93:95. 24 ქულა, 8 მოხსნა.
6 აპრილი. მინესოტა-დეტროიტი 107:101. 20 ქულა, 13 მოხსნა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), კარლოს ბუზერი ("ჩიკაგო"), კორი ბრიუერი ("დენვერი"), როი ჰიბერტი ("ინდიანა"), მაიკ კონლი ("მემფისი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") და რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მშვიდობით, "ლეიკერსო"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული