ყველაზე
მოტივაცია ჰქონდა "მემფისს" "დალასის" წინააღმდეგ მატჩში. "გრიზლისი" პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობისთვის იბრძვის და მოახერხა "მავერიქსის" ძლევა. "მემფისის" რიგებში ჩააგდეს თამაში სასტარტოს წევრებმა - მათგან საუკეთესომ ტაიშონ პრინსმა 12 ქულა დააგროვა. სამაგიეროდ, ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი "გრიზლისის" სათადარიგოებმა. მათ ბეილესის, დულინგისა და დევისის მონდომებით 64 ქულა დააგროვეს. გამარჯვება კი "მემფისმა" ბოლო მეოთხედში, თანაბარი ანგარიშისას 9:0 გაქცევის შემდეგ გაინაღდა. ეს მაშინ მოხდა, როცა დირკ ნოვიცკი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მისი დაბრუნების შემდეგ კი "დალასმა" ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლო.
ზედიზედ მეორე სეზონია, "იუტა" ისე ასრულებს ჩემპიონატს, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. და ჯერჯერობით, "ჯაზმენები" თავს ართმევენ ამ ამოცანას. ამჯერად, ტაირონ კორბინის შეგირდებმა "მინესოტა" დატოვეს უშანსოდ. "მგლები" ერთადერთხელ გავიდნენ წინ - 2:0, რის შემდეგაც, მუდმივად "იუტა" ლიდერობდა. მართალია, "მინესოტა" რამდენჯერმე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ დაწევა ვერ შეძლო - ელ ჯეფერსონი, ყოველ ჯერზე ახერხებდა თავისი გუნდისთვის კომფორტული უპირატესობის დაბრუნებას.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "ოკლაჰომას" ჩემპიონობა დასავლეთ კონფერენციაში. "თანდერმა" დურანტისა და უესტბრუკის 50 ქულით მოუგო "საკრამენტოს" და გაინაღდა პირველი ადგილი.
შარლოტი-ნიუ იორკი 106:95
30:17, 24:28, 30:22, 22:28
შ: ჰენდერსონი (27+5 პასი), უოკერი (23+13 პასი), ტეილორი (12), ბიიომბო (10+11 მოხსნა+3 დაფარება), მაკრობერტსი (10+8 პასი+7 მოხსნა).
ნ-ი: კოუპლენდი (32+7 მოხსნა), ნოვაკი (17+7 მოხსნა), უეიდი (15+7 მოხსნა+6 პასი), შამპერტი (14+5 პასი).
ორლანდო-ჩიკაგო 84:102
23:21, 14:28, 18:28, 29:25
ო: ჰარისი (20), ვუჩევიჩი (17+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰარკლესი (16).
ჩ: ბუზერი (22+6 მოხსნა), დენგი (18+8 პასი), ბელინელი (16), ჰაინრიხი (14+3 ჩაჭრა), გიბსონი (12), ბატლერი (8+10 მოხსნა+5 პასი).
კლივლენდი-მაიამი 95:96
22:18, 30:31, 19:31, 24:16
კ: ტომპსონი (16+13 მოხსნა), ირვინგი (16+8 პასი), უეიტერსი (16), ჯი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯონსი (10).
მ: ლუისი (19), კოული (16+11 მოხსნა+9 პასი), ჯონსი (14), ენტონი (11+9 მოხსნა), მილერი (11+8 მოხსნა), ალენი (11+6 პასი).
ბრუკლინი-ვაშინგტონი 106:101
21:34, 29:22, 23:21, 33:24
ბ: ბლეტჩი (20+12 მოხსნა), ჰემფრიზი (20+9 მოხსნა), ტეილორი (14), ტელეტოვიჩი (14), ბრუქსი (12), უოტსონი (11), შენგელია (11+11 მოხსნა).
ვ: უოლი (18+12 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), სერაფინი (17+7 მოხსნა), ბუკერი (16+13 მოხსნა), მარტინი (14+8 მოხსნა), ტემპლი (14).
დეტროიტი-ფილადელფია 109:101
30:23, 21:21, 33:21, 25:26
დ: მონრო (27+16 მოხსნა), ბაინუმი (22+6 პასი), სინგლერი (16+3 ჩაჭრა), ნაიტი (12), მიდლსტონი (10).
ფ: რაიტი (22+8 მოხსნა+6 პასი), ჯრიუ ჰოლიდეი (14), ტერნერი (13+5 პასი), ჰოიესი (13+9 მოხსნა), ტ. იანგი (11), ჯას. ჰოლიდეი (11).
მილუოკი-დენვერი 111:112
26:32, 27:24, 24:25, 34:31
მ: ელისი (38+3 ჩაჭრა), რედიკი (20), ილიასოვა (14+10 მოხსნა), ჰენსონი (14+15 მოხსნა+4 დაფარება+3 ჩაჭრა), დანლივი (10+5 პასი), უდო (10).
დ: ლოუსონი (26+7 პასი), ჩენდლერი (21), იგუოდალა (13+8 მოხსნა+7 პასი), ფურნიე (12), მილერი (12+6 მოხსნა), მაკგი (10+17 მოხსნა), კუფოსი (8+11 მოხსნა).
დალასი-მემფისი 97:103
29:21, 17:17, 21:30, 30:35
დ: ნოვიცკი (26), კარტერი (22), ჯეიმსი (14).
მ: ბეილესი (19+4 ჩაჭრა), დულინგი (13) პრინსი (12), დევისი (11+11 მოხსნა).
ოკლაჰომა-საკრამენტო 104:95
25:19, 29:24, 29:24, 21:28
ო: დურანტი (29+8 პასი+7 მოხსნა), უესტბრუკი (21+8 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (14+7 მოხსნა), ორტონი (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯექსონი (10), ბრიუერი (2+13 მოხსნა).
ს: ტომასი (16), აუთლო (15), ოლდრიჩი (12+13 მოხსნა), ფრედეტი (11).
მინესოტა-იუტა 80:96
18:26, 23:23, 19:22, 20:25
მ: უილიამსი (18+6 მოხსნა), კანინგემი (12), ბარეა (11+5 პასი).
ი: ჯეფერსონი (22+8 მოხსნა), მო უილიამსი (15+7 პასი+4 ჩაჭრა), ფოიე (14), ფეივორსი (12+6 მოხსნა).
ფინიქსი-ჰიუსტონი 119:112
39:28, 28:33, 23:22, 29:29
ფ: სკოლა (26+15 მოხსნა), ტაკერი (21), დრაგიჩი (21+14 პასი+3 ჩაჭრა), მარკიფ მორისი (20+7 მოხსნა+6 დაფარება+5 ჩაჭრა), ჯონსონი (12+7 მოხსნა).
ჰ: პარსონსი (24+7 პასი), დელფინო (23+8 მოხსნა), ლინი(20), ჰარდენი (16), ჯონსი (12+6 დაფარება).
გ. სტეიტი-სან ანტონიო 116:106
27:28, 27:29, 28:22, 34:27
გ-ს: კარი (35+8 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (23), ლენდრი (16), ლი (12+11 მოხსნა), ბარნსი (11+7 მოხსნა), ეზელი (8+13 მოხსნა+3 დაფარება), ჯეკი (6+12 პასი).
ს-ა: ნოა (25+5 პასი), მილზი (23), ბლეირი (14), ბონერი (13), ჯოზეფი (10+8 პასი+6 მოხსნა).
კვირის მოთამაშეები
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კარმელო ენტონი და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ენტონი ზედიზედ მეორე კვირაა საუკეთესოდ სახელდება. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ენტონი საშუალოდ მატჩში 32.0 ქულას (საუკეთესო შედეგი კონფერენციაში) და 11.5 მოხსნას აგროვებდა. კარმელოს შვიდმატჩიანი სერია ჰქონდა, როცა შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა იყო მის ანგარიშზე.
ბრაიანტის კარგი თამაშის წყალობით, "ლეიკერსმა" გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო. კობი ლიგის ლიდერი იყო საშუალო შედეგიანობით (37.0) და მეორე კონფერენციაში ჩაჭრების რაოდენობით (2.67). ამ სტატისტიკას ემატება 6.3 მოხსნა და 5.0 შედეგიანი პასი. მაგრამ, გასული კვირა ბრაიანტისთვის სავალალოდ დასრულდა, რადგან ტრავმის გამო მისთვის ეს სეზონი დასრულებულია. 2012-13 წლების სეზონში კობის სტატისტიკამ 27.3 ქულა, 6.0 შედეგიანი პასი, 5.6 მოხსნა და 1.4 ჩაჭრა შეადგინა.
ენტონის კვირა
9 აპრილი. ნიუ იორკი-ვაშინგტონი 120:99. 36 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი.
11 აპრილი. ჩიკაგო-ნიუ იორკი 118:111 (ო). 36 ქულა, 19 მოხსნა.
12 აპრილი. კლივლენდი-ნიუ იორკი 91:101. 31 ქულა, 14 მოხსნა.
ბრაიანტის კვირა
9 აპრილი. ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 96:104. 30 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 5 ჩაჭრა.
10 აპრილი. პორტლენდი-ლეიკერსი 106:113. 47 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება, 3 ჩაჭრა.
12 აპრილი. ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი 118:116. 34 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), დირკ ნოვიცკი ("დალასი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), დემარ დეროზანი ("ტორონტო"), რუდი გეი ("ტორონტო") და ელ ჯეფერსონი ("იუტა").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება კობი ბრაიანტის გარეშეც შეიძლება