"სელტიქსის" ასეთი საშინელი შედეგიანობა მარტივად აიხსნება - მასპინძლებმა სამწამიანს არ მიაკარეს სტუმრები და აიძულეს ისინი, საშუალო და შორი მანძილებიდან ესროლათ. ეს საქმე კი "კელტებს" იმ დღეს
შესაბამისად, "ბოსტონმა" პლეი ოფის ანტირეკორდი დაამყარა - მან მეოთხე მეოთხედში მხოლოდ რვა ქულა ჩააგდო. წინა "რეკორდი" "მილუოკის" ეკუთვნოდა, რომელმაც 1983 წელს, ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩის მეოთხე მეოთხედში ცხრა ქულა მიითვალა.
ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ "ბოსტონის" 20 შეცდომა, მათ შორის, შვიდი - ბოლო 330 წამში, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო შეხვედრის გადარჩენა.
ნიუ იორკი-ბოსტონი 85:78
26:29, 23:24, 18:17, 18:8
ნ-ი: ენტონი (36+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), სმიტი (15+5 მოხსნა), ფელტონი (13+6 პასი), მარტინი (10+9 მოხსნა).
ბ: გრინი (26+7 მოხსნა+3 დაფარება), პირსი (21+7 პასი+5 მოხსნა), ბრედლი (15+4 პასი+3 ჩაჭრა).
სერია: 1-0
* * *
"ნეტსმა" წარმატებით აღნიშნა 2007 წლის შემდეგ პლეი ოფში დაბრუნება. "ბრუკლინმა" თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა "ჩიკაგოსთან" მატჩის ბედი. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბრუკლინელთა თამაში მეორე მეოთხედში, როცა მათ 20-დან 16 სროლა მოათავსეს კალათში. ალბათ, დიდი შესვენებისთვის 25-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, "ხარებს" მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნების დიდი სურვილი აღარ უნდა ჰქონოდათ.
გასაკვირია, რომ "ჩიკაგოს" ნაქებმა დაცვამ მეტოქეს 56 ქულა დააგროვებინა სამწამიანი ზონიდან. შეიძლება ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ჟოაკიმ ნოამ მოედანზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო.
ბრუკლინი-ჩიკაგო 106:89
25:14, 35:21, 29:27, 17:27
ბ: უილიამსი (22+7 პასი+3 ჩაჭრა), ლოპესი (21+5 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (16+4 პასი), უოლასი (14+6 მოხსნა), უოტსონი (14), ბლეტჩი (12), ევანსი (5+13 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (25+8 მოხსნა+4 პასი), რობინსონი (17), ბატლერი (13), ბელინელი (13).
სერია: 1-0
ვეტერანის მოგებული
გამოცდილებამ გადაწყვიტა "დენვერისა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩის ბედი. როცა მატჩის დასრულებამდე 14 წამი რჩებოდა, "ნაგეტსის" დამრიგებელს ჯორჯ კარლს ეჭვი არ გასჩენია იმაში, თუ ვისთვის უნდა მიენდო გადამწყვეტი ტყორცნა. ეს უნდა ყოფილიყო გუნდის ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი ანდრე მილერი, რომელმაც კვლავ არ დააღალატა თავისი გუნდი.
მილერს გადამწყვეტ მომენტში ახალბედა დრეიმონდ გრინი მეურვეობდა, რომელმაც, უბრალოდ, სისწრაფეში წააგო ვეტერანთან. გრინი კი ვერ დააზღვია ენდრიუ ბოგუტმა, რომელიც თავის მდიდარ კარიერაში მხოლოდ მეექვსე მატჩს ატარებდა პლეი ოფში. ასე რომ, მილერმა ფარქვეშიდან სირენამდე ერთი წამით ადრე ჩააგდო და "გოლდენ სტეიტს" თითქმის არ დაუტოვა დრო თამაშის გადასარჩენად - სტივენ კარიმ საკუთარი ნახევრიდან ისროლა სამქულიანი და ფარსაც ვერ გაარტყა ბურთი.
მილერი გახდა NBA-ს მესამე ასაკოვანი კალათბურთელი ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვინც პლეი ოფის მატჩში, ბოლო 10 წამის განმავლობაში გამარჯვების ტყორცნა მოათავსა კალათში. ბოლოს ეს გერი პეიტონმა და ჯონ სტოქტონმა გააკეთეს. მაგრამ ანდრე მხოლოდ ამით არ ყოფილა გამორჩეული. მან ფაქტობრივად მარტომ მოუგო "უორიორზს", როცა თავისი 28 ქულიდან 18 ბოლო მეოთხედში მოიპოვა.
ამ წაგების გარდა, "გოლდენ სტეიტისთვის" ცუდი ის არის, რომ ტრავმა მიიღო ფორვარდმა დევიდ ლიმ, რომელიც "მეომრებს" პლეი ოფში ვეღარ დაეხმარება.
დენვერი-გოლდენ სტეიტი 97:95
28:25, 16:23, 27:16, 26:31
დ: მილერი (28+5 პასი), ლოუსონი (12+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (11+13 მოხსნა), ფურნიე (11), ბრიუერი (10), იგუოდალა (8+10 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა).
გ-ს: ტომპსონი (22+3 დაფარება), კარი (19+9 პასი), ლენდრი (14+5 მოხსნა), ჯეკი (10+10 პასი+8 პასი), ლი (10+14 მოხსნა), ბოგუტი (9+14 მოხსნა+4 დაფარება+3 პასი).
სერია: 1-0
* * *
"მემფისმა" შედეგიანი მატჩი ჩაატარა სტუმრად "კლიპერსის" წინააღმდეგ, მაგრამ სტუმრების მონდომება წყალში ჩაყარა მათთვის არადამახასიათებელმა შეცდომებმა.
"გრიზლისი" რეგულარულ ჩემპიონატში თავის მეტოქეებს მხოლოდ 39.1 მოხსნას აღებინებდა, მაგრამ ამჯერად კალიფორნიელებმა 47-ჯერ მოხსნეს ბურთი, რაც ორჯერ მეტი იყო სტუმრების მონაგარზე. "მემფისის" 23 მოხსნას ჰქონდა თავისი მიზეზი - ზედმეტი პერსონალურების გამო მხოლოდ 25 წუთი გაატარა მოედანზე ზაკ რენდოლფმა. ამის გამო კალიფორნიელები მეტოქის ფარზე 14 მოხსნას დაეუფლნენ და "მეორე შანსით" 23 ქულა მოიხვეჭეს.
მიუხედავად ამისა, მეოთხე მეოთხედის სტარტზე "გრიზლისმა" მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ იქვე მასპინძლების რეზერვისტებმა შეძლეს გადამწყვეტი გაქცევის მოწყობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბლედსოუმ, რომელმაც შვიდიდან შვიდი ბურთი მოათავსა კალათში.
კლიპერსი-მემფისი 112:91
29:21, 28:30, 18:18, 37:22
კ: პოლი (23+7 პასი), ბლედსოუ (15+6 მოხსნა+4 პასი), ბილაპსი (14), ბატლერი (13+7 მოხსნა), კროუფორდი (13), გრიფინი (10+5 მოხსნა+3 პასი), ბარნსი (10).
მ: ბეილესი (19+3 პასი), გასოლი (16+7 პასი), რენდოლფი (13), კონლი (12+5 პასი).
სერია: 1-0
დერიკ როუზს პლეი ოფში ვნახავთ
NBA-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ფილ ჯექსონი მზად არის, განიხილოს "კლივლენდ კავალიერზის" წინადადება, - ამტკიცებს FOX Sports ლეგენდარულ სპეციალისტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
ადრე გახდა ცნობილი, რომ 67 წლის ჯექსონმა მომავალი სეზონისთვის ლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ფილმა 2011 წელს დატოვა "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი.
"ეჭვგარეშეა, ის განიხილავს "კავალიერზის" წინადადებას", - განაცხადა წყარომ.
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ "კლივლენდმა" რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაითხოვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბაირონ სკოტი, რომელმაც გუნდთან სამი წელი იმუშავა.
* * *
"ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ განაცხადა, რომ გამთამაშებელი დერიკ როუზი, სავარაუდოდ, არ დაბრუნდება "ხარების" შემადგენლობაში 2012-13 წლების სეზონში.
"დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ როუზი გამოტოვებს პლეი ოფს. ჩვენ არ ვიცით, რას იტყვის ის ორი კვირის შემდეგ. დაბრუნების შანსი ყოველთვის არის", - განაცხადა ტიბოდომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსს" კიდევ ვნახავთ