გამოკითხვაში კვლავ 121-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 61-მა პირველი ადგილი სწორედ კარლს მიანიჭა. სულ კი "ნაგეტსის" თავკაცმა 404 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა "მაიამის" დამრიგებელი ერიკ სპოელსტრა, მესამეზე - "ნიუ იორკ ნიქსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი და მეოთხეზე - გრეგ პოპოვიჩი ("სან ანტონიო სპურსი").
კარლი 25 წელია, რაც NBA-ში მუშაობს, მაგრამ ეს მისი პირველი აღიარებაა. "დენვერის" გარდა, ის
წელს "დენვერმა" რეგულარულ ჩემპიონატში 57 გამარჯვება მოიპოვა და მესამე ადგილზე გავიდა დასავლეთ კონფერენციაში. გუნდი განსაკუთრებით კარგად შინ თამაშობდა - 41-დან 38 შეხვედრა მოიგო. გარდა ამისა, "დენვერს" თებერვალი-მარტის პერიოდში ზედიზედ 15 მოგებული მატჩი დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ "ნაგეტსი" უკვე გამოეთიშა პლეი ოფს, როცა პირველი რაუნდის სერია 2:4 დათმო "გოლდენ სტეიტთან".
ჯორჯ კარლი იმ რვა მწვრთნელს შორისაა, ვისაც კარიერაში 1000-ზე მეტი მატჩი აქვს მოგებული - მისი კარიერული მონაგარი 1313 მოგებასა და 756 მარცხს უტოლდება. დაბოლოს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამ მწვრთნელმა ორჯერ წარმატებით გაიარა კიბოზე მკურნალობის კურსი და დაბრუნდა "ნაგეტსის" სათადარიგოთა სკამზე. ეს ყველა ინდივიდუალურ პრიზზე ღირებული გამარჯვებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსი - ოთხგზის MVP