ლიგის საუკეთესო დამცველები მემფისიდან არიან

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაცხადა 2012-13 წლების რეგულარულის მიხედვით დაცვაში საუკეთესო მოთამაშეთა პირველი და მეორე სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები.

გამოკითხულთა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს "მემფისის" მცველმა ტონი ალენმა და სეზონის MVP-მ, "მაიამის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა. აღსანიშნავია, რომ "მემფისის" კიდევ ერთი კალათბურთელი მარკ გასოლი, რომელიც ამ სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა, მხოლოდ მეორე ნაკრებში მოხვდა.

პირველი სიმბოლური ნაკრები:
ფორვარდები
- ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") - 52 ქულა, სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა") - 46;
ცენტრები - ტაისონ ჩენდლერი ("ნიუ იორკი") - 24, ჟოაკიმ ნოა ("ჩიკაგო") -
24;
მცველები - ტონი ალენი ("მემფისი") - 53, კრის პოლი ("კლიპერსი") - 37.

მეორე სიმბოლური ნაკრები:
ფორვარდები - ტიმ დანკანი ("სან ანტონიო") - 20, პოლ ჯორჯი ("ინდიანა") - 27;
ცენტრი - მარკ გასოლი ("მემფისი") - 12;
მცველები - ეივერი ბრედლი ("ბოსტონი") - 25, მაიკლ კონლი ("მემფისი") - 19.

* * *
"მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული ჯერი სლოუნთან კონტრაქტის გაფორმებით, - წერს USA Today.

იტყობინებიან, რომ 71 წლის სპეციალისტი უკვე შეხვდა "ბაქსის"ხელმძღვანელობას. შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში სლოუნმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია სამწვრთნელო კარიერის განახლებით.

ცოტა ხნის წინ, "მილუოკიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჯიმ ბოილენი, რომელიც კლუბში 2013 იანვრიდან, სკოტ სკაილზის განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა.

ჯერი სლოუნს 2011 წლის თებერვლის შემდეგ არ უმუშავია მწვრთნელად. მანამდე მან 23 წელს გაატარა "იუტა ჯაზის" დამრიგებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯორჯ კარლი სეზონის საუკეთესო მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული