ეს არის ბილაპსის დაბრუნება "პისტონზში". 2004 წელს გამთამაშებელმა საჩემპიონო ბეჭედი მოიგო ამ გუნდის შემადგენლობაში.
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა", რომლის რიგებში ბილაპსმა ბოლო ორი სეზონი ჩაატარა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უარს ამბობს კალათბურთელის კონტრაქტზე. გასულ ჩემპიონატში ბილაპსის სტატისტიკა 8.4 ქულასა და 2.2 შედეგიან გადაცემას უდრიდა.
* * *
"გოლდენ სტეიტმა" კონტრაქტი გაახანგრძლივა მთავარ მწვრთნელ მარკ ჯექსონთან, -
გასულ რეგულარულ ჩემპიონატში "გოლდენ სტეიტმა" ჯექსონის ხელმძღვანელობით 47 მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილი დაიკავა, პლეი ოფის პირველ რაუნდში კი "დენვერის" ბარიერი გაიარა და შემდეგ კონფერენციის ნახევარფინალი წააგო "სან ანტონიოსთან" - 2:4.
* * *
"გოლდენ სტეიტის" ბანაკიდან კიდევ ერთი სიახლე სერბ გამთამაშებელს, ნემანია ნედოვიჩს უკავშირდება. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ამ კალათბურთელმა "უორიორზთან" ხელშეკრულება დადო. კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა უფრო ადრე მოთამაშის აგენტმა მიშკო რაჟნატოვიჩმა განაცხადა, რომ ლაპარაკი იყო "2+1" სქემაზე.
შარშან 22 წლის სერბი "ლეტუვოს რიტასის" ღირსებას იცავდა და მისი საშუალო სტატისტიკა 10.4 ქულას, 2.4 მოხსნასა და 2.5 შედეგიან გადაცემას უდრიდა.
შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" ნედოვიჩი წლევანდელ დრაფტზე 30-ე ნომრად აირჩია.
* * *
ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას შემდეგ, "ატლანტადან" "მილუოკის" მიმართულებით შეიძლება გაემგზავროს მცველი ჯეფ ტიგი. მან უკვე შეათანხმა "ბაქსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულება 32 მილიონ დოლარს უდრის.
იმის გამო, რომ ტიგი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია, "ჰოქსს" შეუძლია დაიტოვოს კალათბურთელი იმ შემთხვევაში, თუ იგივე წინადადებით მიმართავს მას.
"ატლანტას" სამი დღე ექნება მოსაფიქრებლად.
გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ტიგმა 80 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.6 ქულა და 7.2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინტერვიუ დუაიტ ჰოვარდთან