კიდს ერთი წლით დაუნიშნეს პრობაციის რეჟიმი (ამ დროის განმავლობაში მწვრთნელი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება). უახლოეს დღეებში ის სკოლის მოსწავლეების წინაშე გამოვა ლექციით ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის მავნებლობაზე. მას შემდეგ, რაც ჯეისონი ამას გააკეთებს, შეიძლება სასჯელის შემსუბუქებისა და პრობაციის რეჟიმიდან განთავისუფლების იმედი ჰქონდეს.
კიდის მონაწილეობით ინციდენტი 2012 წლის 15
პრობაციის რეჟიმის გარდა, გამორიცხული არ არის, რომ 40 წლის სპეციალისტმა NBA-სგან დისკვალიფიკაციაც მიიღოს და გამოტოვოს 2013-14 წლების სეზონის სტარტი. ლაპარაკია, მინიმუმ, ორი შეხვედრის გამოტოვებაზე.
ჩემპიონმა მილერი დაითხოვა
"მაიამი ჰიტმა" გაწყვიტა კონტრაქტი მცველ მაიკლ მილერთან, - იტყობინება NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი. 33 წლის კალათბურთელის ხელფასი მომავალ სეზონში 6.2 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ეს თანხა ამოვარდნილი იყო გუნდის სახელფასო ბიუჯეტიდან და იმის გამო, რომ "ფუფუნების გადასახადი" აეცილებინათ თავიდან, ფლორიდელებმა კალათბურთელთან გამოთხოვება გადაწყვიტეს.
"მე მესმის კალათბურთის ის ნაწილი, რომელიც ბიზნესს განეკუთვნება, - განაცხადა მილერმა. - მაგრამ ახლა ორმაგი გრძნობა მაწუხებს: ერთი მხრივ, მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც აქამდე მქონდა, მაგრამ, ამავდროულად, ტკივილს ვგრძნობ იმის გამო, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შემეძლო".
გასულ სეზონში მილერმა 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 4.8 ქულა, 2.7 მოხსნა და 1.7 პასი დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დერიკ როუზს პირველივე მატჩში ვნახავთ