"დენვერ ნაგეტსს" ლიდერი დაუპატიმრეს

AutoSharing Option
"დენვერ ნაგეტსის" ძირითადი გამთამაშებელი ტაი ლოუსონი პოლიციამ დააკავა - იტყობინება Yahoo! Sports.

კალათბურთელს ბრალი წაეყენა ფიზიკურ ძალადობასა და მატერიალური ქონების დაზიანებაში.

დაკავებიდან რამდენიმე საათში ლოუსონი ათასი დოლარის გადახდის შემდეგ, თავდებით გაათავისუფლეს.

მსხვერპლის ვინაობას არ ასახელებენ და არც ინციდენტის დეტალების შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია. უახლოეს ხანში "დენვერი" მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ლოუსონს "ნაგეტსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის დროსაც კალათბურთელი 48 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გასულ სეზონში მცველი საშუალოდ 16.7 ქულას, 6.9 შედეგიან გადაცემასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული