კერძოდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ კალიფორნიული კლუბი კონტრაქტს გააფორმებს გამოცდილ ცენტრთან, ანტუან ჯეიმისონთან, რომელიც შარშანდელ "ლეიკერსში" კობი ბრაიანტის შემდეგ, ალბათ, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
მაშინ ის საშუალოდ მატჩში 9.4 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებდა, რაც ცუდი სტატისტიკა არ არის იმის გათვალისწინებით, რომ დუაიტ ჰოვარდის დუბლიორი იყო და ამიტომაც ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა.
მოკლედ, "კლიპერსმა" საკმაოდ სარფიანი გარიგება
მოგებული დარჩება ჯეიმისონიც: ის 20-ათასქულიანი ზღვრის გადალახვის საშუალებას მიიღებს და კარიერაში პირველი საჩემპიონო ბეჭდის მოგების შანსიც ექნება.
* * *
"გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი მომავალ სეზონში სერიოზულ მორალურ მხარდაჭერას მიიღებს, რადგან "მეომრების" რიგებში ჩაირიცხება მისი უმცროსი ძმა - სეტ კარი. მან უკვე გააფორმა არაგარანტირებული კონტრაქტი "უორიორზთან".
დიუკის უნივერსიტეტის ყოფილი მცველი NCAA-ში, თავის ბოლო სეზონში საშუალოდ 17.5 ქულას იხვეჭდა. თავის ახალ გუნდს სეტი სექტემბერში შეუერთდება.
სხვათა შორის, "მეომრების" ხელმძღვანელობა უკვე დღეს ფიქრობს უმცროსი კარის ფარმ-კლუბში გაშვებას, სადაც ის სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. რაც უნდა იყოს, "გოლდენ სტეიტში" მცველის პოზიციაზე ძალიან მაღალი კონკურენციაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"