უილიამსი 2006 წლის დრაფტზე "ინდიანამ" მე-17 ნომრად აიყვანა. კალათბურთელს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ხუთი სეზონი აქვს გატარებული - "პეისერსის", "დალასის", "ნიუ იორკისა" და "ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში. 215 მატჩში მან საშუალოდ 5.7 ქულა და 2.8 მოხსნა დააგროვა.
საინტერესოა, რომ შონმა კარიერაში თავისი საუკეთესო სეზონი "ნიქსში" გაატარა, რომელსაც "ლეიკერსის" ამჟამინდელი დამრიგებელი მაიკ დ'ენტონი ავარჯიშებდა.
ლებრონი პროდიუსერი გახდა
პროექტი, რომლის სახელწოდებაა "გადარჩენილის აღიარება", "მაიამი ჰიტის" ფორვარდისთვის სადებიუტო იქნება ტელეფილმის ხელმძღვანელის რანგში, - იტყობინება სააგენტო "როიტერი". 2011 წელს კალათბურთელი ანიმაციური ინტერნეტ-სერიალის პროდუსერი იყო, 2008 წელს კი ხელმძღვანელობდა თავად ლებრონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს.
"ფინიქსმა" ბიზლი მოიშორა
"ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია ფორვარდ მაიკლ ბიზლისთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის თაობაზე. კალათბურთელი, რომელსაც ბოლო დროს პრობლემები შეექმნა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით, შვიდ მილიონს მიიღებს, არადა, კონტრაქტით დარჩენილი ორი წლის სანაცვლოდ 9 მილიონი ეკუთვნოდა.
აგვისტოს დასაწყისში ბიზლის ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების შენახვისთვის. ადრე “სანზის” ყოფილი მოთამაშე პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვისა და სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობისთვის დააკავა. ასევე, ის ეჭვმიტანილი იყო გაუპატიურებაში.
ასევე იხილეთ:
NBA-ს ორგზის ჩემპიონი პოლიციამ დააკავა