ბალტიისპირელის მაისურის აღმართვის საზეიმო ცერემონია 8 მარტს არის დანიშნული, როცა "კლივლენდი" რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლებს.
"ჟიდრუნასი არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, ვისაც "კლივლენდის" ფორმა ჩაუცვამს, არამედ ძალიან სასიამოვნო ადამიანი, რომელიც ამ კლუბთან ასოცირდება", - განაცხადა "კავალიერსის" მფლობელმა დენ გილბერტმა.
"კლივლენდმა" ილგაუსკასი 1996 წლის დრაფტზე მე-20 ნომრად აირჩია. ლიტველმა ამ კლუბში 12 სეზონი გაატარა, 1998 წელს მოხვდა ახალბედების სიმბოლურ ნაკრებში, 2003 და 2005 წლებში
პოლი ადრე დაამთავრებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერმა კრის პოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმაზე ადრე შეწყვეტს აქტიურ კარიერას, ვიდრე ამას სხვა კალათბურთელები აკეთებენ. მიზეზი ბანალურია: გამთამაშებელს სურს, უფრო მეტი დრო გაატაროს თავის შვილებთან.
"კალათბურთის თამაში სხვებზე მეტად მიყვარს. ეს ფუჭი სიტყვები არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, კარიერას ნაადრევად დავასრულებ, რადგან არ შემიძლია, ჩემი შვილებისგან მოშორებით ვიყო. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იქნება მათი ბავშვური მოგონებების მოსმენა და იმის გააზრება, რომ ამ დროს მათ გვერდით არ ვიყავი", - განაცხადა პოლმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს კრისმა "კლიპერსთან" მაქსიმალური ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დრაფტის მეექვსე სეზონს გამოტოვებს
"ფილადელფიას" ახალბედა ცენტრი ნერლენს ნოელი 2013-14 წლების სეზონში თამაშს ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელმა ჯერ კიდევ თებერვალში, სტუდენტური ჩემპიონატის მატჩის დროს გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინა მყესები. არადა, ნერლენსს 2013 წლის დრაფტზე პირველ ნომერს უწინასწარმეტყველებდნენ და სწორედ ამ ტრავმამ შეუშალა ხელი.
საბოლოოდ, ნოელი "ნიუ ორლეანმა" აიყვანა მეექვსე ნომრად, მაგრამ მასთან კონტრაქტის გაფორმება არ გარისკა და დებიუტანტი "ფილადელფიას" გაუცვალა.
ვარაუდობდნენ, რომ ცენტრი დეკემბერში ან იანვარში დაბრუნდებოდა მოედანზე, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა გამოაცხადა, რომ ნოელი მთელ სეზონს გამოტოვებს. ეს სავსებით ლოგიკური და მართებული გადაწყვეტილებაა, რადგან დამდეგ რეგულარულში "ფილადელფიას" არაფერზე ექნება პრეტენზია და უმჯობესია, თუ ნერლენსს უფრო სერიოზული მატჩებისთვის მოამზადებენ.
NBA. საკონტროლო მატჩები
ტორონტო-ნიუ იორკი 123:120 (2ო)
30:29, 21:31, 26:19, 25:23, 11:11, 10:7
ტ: როსი (27), დეროზანი (21+7 მოხსნა), გეი (19+7 მოხსნა), ლოური (11), ჰენსბრო (10+7 მოხსნა).
ნ-ი: უდრიხი (19+7 პასი), უორლდ პისი (16+6 მოხსნა), ჩენდლერი (15), ჰარდუეი (15+6 მოხსნა), ბარნიანი (13), მარი (12+5 მოხსნა), ენტონი (9+8 მოხსნა+3 დაფარება).
კლივლენდი-ფილადელფია 104:93
31:19, 23:31, 17:19, 33:24
კ: ირვინგი (17+12 პასი), ტომპსონი (15+16 მოხსნა), გი (14+3 ჩაჭრა), სიმსი (14+5 მოხსნა), მაილზი (12).
ფ: ჰოიესი (17+12 მოხსნა), ანდერსონი (17), იანგი (16+6 მოხსნა), ტერნერი (14+6 მოხსნა), როუტენი (11), ორტონი (2+10 მოხსნა).
ჩიკაგო-მილუოკი 105:84
29:19, 33:20, 28:24, 15:21
ჩ: როუზი (24), ბუზერი (16+10 მოხსნა), დენგი (15+3 ჩაჭრა), ტიგი (12), დანლივი (12+7 მოხსნა+5 პასი), გიბსონი (10).
მ: ნილი (14), ნაითი (13), სანდერსი (12), ჰენსონი (11+8 მოხსნა).
ჰიუსტონი-დალასი 100:95
25:33, 30:18, 20:19, 25:25
ჰ: ჰარდენი (19), ჰოვარდი (15+17 მოხსნა+3 ჩაჭრა), გარსია (15), კასპი (10), ბევერლი (10+5 პასი).
დ: კალდერონი (14), დალემბერი (13+7 მოხსნა+3 დაფარება), ნოვიცკი (11+4 დაფარება), ელინგტონი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოსტონში სტუმრობის წინ: ჯეისონ ტერი ბრუნდება